გრეიპფრუტი C ჰეპატიტის წინააღმდეგ

სამედიცინო გაზეთი ,,მედი”

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრეიპფრუტის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდი ნარინგინი, რომელიც მას დამახასიათებელ მომწარო გემოს აძლევს, აფერხებს ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელებას. მკვლევართა აზრით, ამ ნივთიერებისა და ტრადიციული ანტივირუსული პრეპარატების კომბინაციით შესაძლებელია შემცირდეს დაავადების სიმძიმე და მისი ქრონიკულ ფორმაში გადასვლის რისკი.
რაიმონდ ჩანგისა (Raymond Chung) და მისი კოლეგების მონაცემებით (მასაჩუსეტის ჰოსპიტალი), ძირითად როლი ენიჭება ნარინგინის წარმოებულს – ნარინგენინს. ეს ნივთიერება ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე. წ. ,,ცუდი“ ქოლესტერინის) დონეს, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედებიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამყოფასა და მის შეღწევას ჯანმრთელ უჯრედებში. ექსპერიმენტებით გამოვლინდა, რომ ნარინგენინი 80%-ით ამცირებს დაინფიცირებული უჯრედებიდან ვირუსის გამოყოფას. ამასთან, მნიშვნელოვანი, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცენტრაცია ორგანიზმისათვის ტოქსიკური არაა, – აღნიშნავს ჩანგი.
სტატისტიკის მიხედვით, С ჰეპატიტით დაინფიცირებულია პლანეტის მოსახლეობის 3%; უმრავლეს შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. ქრონიკულმა ჰეპატიტმა კი, თავის მხრივ, შესაძლოა განავითაროს ღვიძლის ციროზი და კიბო.

აღებულია http://hepnet.hepatit.org.ua/blog/2010/01/грейпфрут-помогает-в-лечении-гепатит/

 

Share this...Share on Facebook
Facebook