მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ.

ევროპელი კარდიოლოგები მოუწოდებენ

mariliკარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების /ESC/ ექიმები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობაში შემცირდეს მარილის მოხმარება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამგვარი ღონისძიებით მნიშვნელოვნად შემცირდება გულის იშემიური დაავადებების, ინსულტისა და მიოკარდის ინფარქტის შემთხვევები.
მედიკები შეგვახსენებენ, რომ მარილის მოხმარების შემცირება არა მარტო აქვეითებს არტერიულ წნევას, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეულ სასიკვდილო რისკებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის კლინიცისტებმა დაამტკიცეს, რომ კვებით რაციონში მარილის შემცირება დღე-ღამეში 3 გრამით, ისეთივე დადებით ეფექტს ახდენს გულის მუშაობაზე, რაც სიგარეტის მოწევის 50%-ით შემცირება და და წონის ინდექსის 5%-იანი დაკლება.
გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიებით 10-დან 24 მლრდ დოლარამდე შემცირდება სამედიცინო მომსახურების ყოველწლიური ხარჯები.
მარილის ჭარბი გამოყენება საკვებში პირდაპი კავშირშია ჰიპერტონიასთან სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, ვინაიდან მარილი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
ევროპის ქვეყნებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი ვარირებს: მაგალითად, ინგლისელები საშუალოდ დღეში მოიხმარენ 8,6 გრ მარილს, ხორვატები – დაახლოებით 12 გრამს. თუმცა ფაქტია, რომ ევროპის უმრავლესი ქვეყნების მოსახლეობა ღებულობს მარილის დაუშვებელ დოზას, რაც არ შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც ადამიანი დღეში უნდა ღებულობდეს არაუმეტეს 5 გრ მარილს (1 ჩაის კოვზი ან ნაკლები), ნებისმიერი სახით.
ევროპელების დაახლოებით 75% მარილს ღებულობენ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტებით, ამიტომ მკვლევართა აზრით, საზოგადოებრივი ინიციატივა კვებით პროდუქტებში მარილის შეცირების თაობაზე, უნდა გადაწყდეს არა ცალკეულ ქვეყნებში, არამედ ევროპის მასშტაბით.

წყარო Ami-tass.ru

Viewed 934 times by 524 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri