დიასპორები უცხოეთში – კანადა

გადასვლა მთავარ გვერდზე

1. “კანადა -საქართველოს ხელშემწყობი ფონდი” – დაფუძნდა 2004 წელს ქალაქ ტორონტოში, მაკრინე მოწონელიძისა და კარიმ ამიროვის მიერ.

www.cgsf.ca

დიასპორული მედია

1. რადიო “მამული” – ქართული საინფორმაციო რადიოსადგური ტორონტოში. 2005 წელს დიაპაზონის 1430 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე ქართული რადიო ეთერში პირველად გავიდა. ქართული რადიო ყოველ კვირა საღამოს 11 საათიდან 12 საათამდე მაუწყებლობს.
2006 წლის იანვრიდან რადიო “მამულმა” კანადის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში – ვანკუვერშიც დაიწყო მაუწყებლობა. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს დიაპაზონის 1470 მეგაჰერც სიხშირის ტალღაზე საღამოს 7 საათიდან 8 საათამდე მიმდინარეობს.

საკვირაო სკოლა
2004 წლის 12 სექტემბერს ქ. ტორონტოში გაიხსნა პირველი ქართული საკვირაო სკოლა. ფუნქციონირებს ანტიბეს საზოგადოებრივ ცენტრში.

კულტურული ორგანიზაციები
1. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი -2005 წლის 31 იანვრიდან მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო ანსამბლი. ფუნქციონირებს ანტიბეს ცენტრში. ანსამბლს ხელმძღვანელობენ – ზვიად მჭედლიანი და სოფიო თაბუკაშვილი.
2. კანადური ანსამბლი “დარბაზი” – კანადელებით დაკომპლექტებული, ქართული ფოლკლორული ანსამბლი. შემსრულებელი 10 წევრიანი მათ შორის მხოლოდ ორია ქართველი. ანსამბლის ხელმძღვანელი შალვა მახარაშვილი და ვახტანგ ქაჩიბაია.