სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ.

გველისებრი რაუვოლფია – Rauwolfia serpentina Benth.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Раувольфия змеиная
შხამიანია!

რაუვოლფიას 150-მდე სახეობა არსებობს. მათ მიმართ ინტერესი დიდია და მეცნიერულად პრაქტიკულად ყველა სახეობაა შესწავლილი.
გველისებრ რაუვოლფიას Rauwolfia serpentina Benth., ინდოეთში უხსოვარი დროიდან აშენებენ. საქართველოში მე–20 საუკუნეში, წარუმატებლად ცდილობდნენ მის კულტივირებას.

Rauvolfia serpentina

მცენარეზე მოთხოვნილება დიდია და მრავალწლიანი კვლევების შედეგად მსოფლიოში დაიწყეს კიდევ ორი სახეობის რუხი რაუვოლფიისა – Rauwolfia canescens L. ინდოეთიდან საღები რაუვოლფიის – Rauwolfia vomitoria Af მოშენება. განსაკუთრებით პერსპექტიულად თვლიან რუხ რაუვოლფიას – Rauwolfia canescens. ვფიქრობთ, სასურველია ჩატარდეს კვლევები საქართველოში ამ სახეობების კულტივირების მიზნით.

1. ზოგადი აღწერა

გველისებრი რაუვოლფია – Rauwolfia serpentina Benth.,. ქენდირისებრთა Apocynaceae ოჯახს მიეკუთვნება. მცენარე ბოტანიკერად პირველად XVI საუკუნეში აღწერა გერმანელმა ექიმმა Leonhard Rauwolf.
1–1,5 მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი მარადმწვანე ნახევრადბუჩქოვანი რძე-წვენიანი მცენარეა. რამდენიმე, დაუტოტავი, ბაცი ქერქით დაფარული ღერო აქვს. 3-4, მოკლეყუნწიანი, სქელი, შიშველი, პრიალა, ფოთოლი ღეროზე რგოლურადაა განთავსებული. ყვავილები ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, წვრილი, შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედად. მილისებრი გვირგვინიაქვს. ნაყოფი – წითელია, შედგება 2, შუამდე შეზრდილი კურკიანასგან.
საკმაოდ ძლიერი, განტოტვილ ფესვთა სისტემას ქმნის. აქვს მოკლე ფესურა და 2–3 მეტრი სიგრძის ღერძული ფესვები აქვს. ღერძული ფესვებიდან მთელ სიგრძეზე გამოდიან გვერდითი, შედარებით წვრილი, მაგრამ გრძელი ფესვები.

Rauwolfia serpentina

2. გავრცელება
იზრდება სუბტროპიკული ტყეების ნაპირებში. ბუნებრივად გვხვდება ბირმაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, შრი-ლანკაში.
ინდოეთში უძველესი დროიდან მისდევენ კულტივირებას და საერთაშორისო ბაზარზე ინდოეთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
ინტროდუცირებულია აჭარაში, თუმცა სამრეწველო კულტურაში შემოტანა ვერ მოხერხდა.

3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია რაუვოლფიას ფესვი – Radix Rauwolfiae. ამოთხრილ ფესვებს აცილებენ მიწასა და მინარევებს და ჭრიან ნაჭრებად. ინდოეტში აშრობენ ღია ცის ქვეშ.
ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ფესვების ნაჭრები დაფარულია მურა ფერის კორპით, ემჩნევა სიგრძივი ნაოჭები. გადანატეხზე ფესვის დიდი ნაწილი ყვითლად შეფერილ მერქანს უჭირავს, ქერქის ზონა კი ბვერად ვიწროა, მაგრამ გასათალისწინებელია, რომ მასშია ლოკალიზებული ალკალოიდები, ამიტომ ქერქმოცილებული ფესვების ნაჭრების არსებობა ნედლეულის დეფექტს წარმოადგენს. ფესვების გადანატეხი სწორია, ბოჭკოების გარეშე. სუნი – უსიამოვნო, გემოს არ უსინჯავენ, შხამიანია!

რაუვოლფია

4. ქიმიური შედგენილობა
შეიცავს ალკალოიდებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რეზერპინი (10%), აიმალინი, ასერპაგინი, დესერპიდინი, იოხიმბინი, რესცინამინი, სერპენტინი. დომინანტ ელემენტად მიიჩნევა რეზერპინი.

rauvolfia

aimalini

5. მედიცინაში გამოყენება
ამზადებენ რამდენიმე პრეპარატს: “რეზეპრინს” (ტაბლეტები), “ადელფანს”, “ტრირეზიდს”, “ბრინერდინს”; “აიმალინს” (ტაბლეტები, ამპულები) “რაუნატინს”, (ტაბლეტები და სხვა.

Rauwolfia Serpentina

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

4. ლალი დათეშიძე. რაუვოლფია. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

12. Муравьёва Д. А. Тропические и субтропические лекарственные растения: — М.; Медицина, 1983, 336с., с ил.

Viewed 938 times by 394 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka