დოქსი-ჰემი

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 500 მგ კალციუმის დობეზილატს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი.

პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის მომატებული განვლადობის ნორმალიზაციას, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, სისხლძარღვების სიბლანტესა და პლაზმის კინინების აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 5 – 6 საათის შემდეგ. პლაზმაში მისი ცილებთან კავშირი შეადგენს 20 – 25%-ს, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 24 სათ-ს. დოქსი-ჰემი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში.

ჩვენება

  • სისხლძარღვოვანი დაზიანებები გამოწვეული კაპილარების მომატებული განვლადობითა და სიმყიფით (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია).
  • მიკროანგიოპათიები, გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევებითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
  • სხვადასხვა სახის ვენური უკმარისობა, წინავარიკოზული უკმარისობა, წინავარიკოზული მდგომარეობა, გამოხატული ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიებით, შეგუბებითი დერმატოზით. ზედაპირული ფლებიტები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები.

წინააღმდეგჩვენება

კალციუმის დობეზილატი მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ჰემორაგია, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების მიღებით ორსულობის I ტრიმესტრში.

მიღების წესი და დოზირება

3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით ჭამის დროს 2 – 3 კვირის განმავლობაში; შემდგომში დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე ერთხელ დღეში. რეტინოპათიისა და მიკროანგიოპათიის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით, 4 – 6 თვის განმავლობაში, შემდგომში დღე-ღამური დოზის შემცირებით ერთხელ დღეში 500 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ალერგიული დერმატოზები, ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით. თირკმლების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და დიალიზის ჩატარება.

პრეპარატი უარყოფითად არ  მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 15 – 25 0C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 500 მგ N30 შეფუთვაში.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს 

გაფრთხილება!