ბიულეტენი ,,დიეტები” ISSN E1987-8478, N3, თებერვალი, 2010წ.
კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისია სწორი დიეტა
წითელი ღვინო და შავი შოკოლადი, მოცვთან, ნიორთან, სოიოსთან, ჩაისთან და ზოგიერთ სხვა პროდუქტებთან ერთად დასახელდა იმ ,,პრეპარატების“ სიაში, რომლებიც გარდა იმისა, რომ კვებავენ ორგანიზმს, ამავდროულად კლავენ კიბოს უჯრედებსაც.
,,ის, რომ ჩვენ დღეში 3-ჯერ ვიკვებებით, – სწორედ ესაა სწორი ქიმიოთერაპია“, – განაცხადა ანგიოგენეზის ფონდის ხელმძღვანელმა უილიამ ლიმ პრესტიჟულ სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე.
მანვე ციტირება გაუკეთა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე მიირთმევენ მოხარშულ ტომატს, 30-50%-ით ნაკლებია პროსტატის კიბოს განვითარების რისკი.
ანგიოგენეზის ფონდის მონაცემებით, ასეთივე თვისებებით ხასიათდებიან სოიო, ოხრახუში, წითელი ღვინო, სხვადასხვა სახის კენკრა.
აღებულია MIGnews.com
Viewed 3142 times by 1891 viewers


