ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N1, თებერვალი, 2010წ.
ნინოობის დღესასწაულის ფართო მასშტაბით აღნიშვნა მილანის ცენტრში მდებარე ალპინისტთა კლუბში ტრადიციად იქცა და ღონისძიების მესვეურთა მეცადინეობით სადღესასწაულო პროგრამა ყოველწლიურად მდიდრდება სახელოვანი იტალიელი მეცნიერების მოხსენებებით. ორგანიზატორთა რიგს შეემატნენ ახალგაზრდა ქართველებიც (მანანა ტოფაძე და მაია ბუბაშვილი, რომლებიც მოგვიანებით საზოგადოების დამფუძნებლებიც გახდნენ), მათვე 2007 წლის 6 მაისს ქ. ტურინში ევროპის ხალხთა მეგობრობის გამოფენაზე მოაწყეს ქართული კულტურისა და ყოფის ამსახველი დიდი სტენდი, ხოლო 2008 წლის ნინოობაზე მ. ტოფაძე შესანიშნავი მოხსენებითაც წარსდგა ქართული ენის შესახებ.

ნინოობა 2008 წელი, მანანა ტოფაძე კითხულობს მოხსენებას ქართული ენის შესახებ
2007 წლის 14 იანვარი ქ. რეჯო–ემილიაში ემიგრირებულ ქართველებთან ერთად იზეიმეს საზოგადოების წევრებმა ნ. ყაუხიშვილმა, ნ. გელაძემ და გ. ლომთათიძის ქალთა გუნდმა „სინტონია–თბილისი“. აქვე ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ ხნის მანძილზე ამ გუნდმა ორმოცდაათზე მეტი კონცერტი ჩაატარა იტალიაში.
საზოგადოება „სამშობლო – გულით სატარებელი“ აქტიურად თანამშრომლობს ქ. კომოში არსებულ ასოციაციასთან „იუბილანტეს“, სადაც 2006 და 2007 წლებში გამართა ქართული კულტურის საღამოები.
უკვე ორი წელია საზოგადოება ზეიმით აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოებს (იხილეთ ჟურნალ „თანამემამულეში“ გამოქვეყნებული თანდართული მასალა). წლეულს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს პატარა ემიგრანტებმა: ლუკა ნერგაძემ ფორტეპიანოზე მოცარტის ჰანგებით დაატკბო დამსწრე საზოგადოება, იტალიელ–ქართველმა თეა, სოფო და მარკო სიხარულიძე–გალვანებმა კი ქართული მრავალხმიანი სიმღერით აღაფრთოვანეს მსმენელი.
2008 წლის 25 ოქტომბერს ქ. ვენეციის უნივერსიტეტის აუდიტორიუმში გამართულ საღამოზე „შეხვედრა საქართველოსთან“ საზოგადოების წევრებმა ხალხმრავალი მაყურებელი ქართული ლექსითა და სიმღერთ აღაფრთოვანეს.

2009 წელს უკვე ტრადიციად ქცეული ნინოობისა და საქართველოს ერვნული დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა საზოგადოებამ სიღნაღთან დაძმობილებული დაბა ბელჯირატეს მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ქართული კულტურის საღამო მოაწყო საზოგადოების ვიცეპრეზიდენტის სილვიო კალვის შესანიშნავი ფოტოგამოფენის თანხლებით.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება აპოლიტიკური ხასიათისაა, 2008 წლის აპრილში წევრებმა ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს საქართველოდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნით (ტექსტი შეადგინა მ. ტოფაძემ), ხოლო აგვისტო/სექტემბერში მილანის ცენტრში ოთხი საპროტესტო აქცია გამართეს რუსეთის აგრესიი წინააღმდეგ (იხილეთ ჟურნალ „თანამემამულეში“ გამოქვეყნებული მასალა).

1 სექტემბრის საპროტესტო აქცია ლასკალას წინ

1 სექტემბრის საპროტესტო აქცია ლასკალას წინ
Viewed 1013 times by 355 viewers


