ქუჩულა, სტრიქნოსი – Strychnos nux-vomica L
ლალი დათეშიძე. არჩილ შენგელია
1. ზოგადი აღწერა
ქუჩულა, სტრიქნოსი – Strychnos nux-vomica L. ლოგანიასებრთა – Loganiaceae ოჯახს მიეკუთვნება. ტროპიკული, მარადმწვანე 12 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ოვალური ფოთლები მოპირდაპირედაა განლაგებული. ყვავილები წვრილია, მომწვანო ან მოთეთრო, ხუთნაწევრიანი, მილისებრი გვირგვინით, ნახევრადქოლგებად შეკრებილია ფოთლების უბეებში. ნაყოფი სფეროსებრია, ღია ნარინჯისფერი, დიდი, მაგარი კანითა და ლაბისებრი მეზოკარპიუმით. რბილობი უფეროა; შეიცავს 2–6 თესლს. ნაყოფის რბილობი და თესლები შხამიანია.
2. გავრცელება
იზრდება აზიის ტროპიკებში: ინდოეთში, შრი–ლანკაში, ბირმაში, ინდოჩინეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში და ავსტრალიაში.
3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ქუჩულას თესლი – Semen Strychni. თესლებს აგროვებენ დამწიფების შემდეგ.
თესლების ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: თესლი მრგვალია და ბრტყელი, ზოგჯერ ნაწილობრივ გამრუდებული, ერთი მხრიდან ოდნავ ამოზნექილი, 1,5 სმ დიამეტრის და 3-6 მმ სისქის. თესლი ძლიერ მყარია, ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი, გარედან აბრეშუმისებრივი რძისებრ-თეთრია, 2 გულისებრი ლებანით და ჩანასახით. თესლის ცენტრში შეიმჩნევა ჭიპი პატარა ბორცობის სახით, მისგან რადიალური მიმართულებით გაჭიმულია ლილვაკი, რომელიც ბეწვების შეერთებითაა წარმოქმნილი. თესლი უსუნოა, შხამიანი და ამიტომ გემოს არ უსინჯავენ!
4. ქიმიური შედგენილობა
ქუჩულას თესლები 2–3% ალკალოდებს შეიცავს. მათგან მთავარია სტრიქნინი, რომელზეც ალკალიოდების ჯამის დაახლოებით ნახევარი მოდის. შეიცავს აგრეთვე ალკალოიდ: ბრუცინს. თესლში მოიპოვება აგრეთვე გლიკოზიდი ლოგანინი, სტიგმასტერინი და სხვა.

5. მედიცინაში გამოყენება
სტრიქნინის ნიტრატი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ასევე მოგრძო ტვინს, კერძოდ კი სუნთქვისა და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, ცდომილი ნერვის ცენტრს; მისი მოქმედების შედეგად ხშირდება სუნთქვა, გულისცემა; ასტიმულირებს გრძნობის ორგანოებს. მისგან დამზადებულ პრეპარატებს ხმარობენ დამბლებისა და პარეზების შემდგომ აღდგენით პეიოდში, კუნთოვანი სისუსტის, ნაწლავთა ატონიის, სქესობრივი სისუსტის, ენურეზის ზოგიერთი ფორმის, ასევე ინტოქსიკაციისა და ინფექციების შედეგად გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებისას.
ნედლეული და პრეპარატები ინახება A-სიით.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ქუჩულა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ქუჩულა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.
Viewed 760 times by 326 viewers


