გამაჯანსაღებელი დიეტა

წონის კორექციისათვის, დიეტებთან ერთად და დამოუკიდებლად, ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. მათ გასაცნობად და გამოსაწერად დააკლიკეთ ტექსტის გასწვრივ მეტობის ნიშანს >>>
……ვიბრომასაჟორი  >>>
……ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები  >>>
……ანტიცელულიტური ქილები  >>>
……ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები  >>>
……ელექტრომასაჟორები  >>>
……გასახდომი კორსეტები  >>>
……გასახდომი საუნა-შორტები  >>>
……კუნთების სტიმულატორები  >>>
……გასახდომი ჩაი   >>>
……ანტიცელულიტური სკრაბები  >>>
……ანტიცელულიტური კრემები  >>>
……ანტიცელულიტური ზეთები  >>>
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებშიhttp://www.medgeo.net/2016/05/18/wonis-koreqciis-sasualebebi/

გამაჯანსაღებელი დიეტა

ფრანგი დიეტოლოგები გვთავაზობენ ახალ გამწმენდ დიეტას, რომელიც ამავე დროს დაგვეხმარება წონის ნორმალიზაციაშიც. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ გამაჯანსაღებელი, ვინაიდან ორგანიზმი ღებულობს ვიტამინებს, მინერალურ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

დიეტა გრძელდება 2 დღე. მსუბუქი მენიუ ანორმალიზებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას და გვეხმარება სხეულის წონის დაკლებაში. დიეტის შემდეგ ჩვეულ რაციონზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. ორი დღის განმავლობაში იკვებეთ შემდეგნაირი სქემით:

საუზმეს წინ – 1 ჭიქა წყალი, 1 ჩაის კოვზი ყვავილის მტვერი.

საუზმე:

1 ჭიქა ჩაი, 2 ნაჭერი პური ან 3 ნაჭერი ორცხობილა, ნაღებიკარაქი (კაკლის ზომის ოდენობის პორცია), 2 ჩაის კოვზი თაფლი. ჭიქა იოგურტი ან უცხიმო რძე. ნახევარი გრეიპფრუტი, ან ფორთოხალი, ან 2 ცალი მანდარინი.

სადილამდე:

ცივი წყალი დასალევად სადილი: 120 გრ საქონლის, ხბოს, ცხვრის ან ქათმის (კანგაცლილი) ხორცი. მოხარშული ბოსტნეული – სურვილის მიხედვით. 40 გრამი უცხიმო ყველი და პურის ნაჭერი. ახალი ხილი (კივი, ფორთოხალი, მანგო). სამხარი  – ცივი წყალი, ჩაი.

ვახშამი:

უმი ბოსტნეულისა და ხილის სალათა, ლიმონის წვენითა და ზეთით (უმჯობესია ზეითუნის). 100 გრამი მოხარშული თევზი ან 60 გრამი ვიჩინა, ან ახალი, თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 5 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, ან 2 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი. იოგურტი ან 150 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი გაღივებული ხორბალი. ხილის კომპოტივაშლის, მსხლის, ან ანანასის.

დიეტის დაცვის შემდეგ მუდმივად მიიღეთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები – ყვავილის მტვერი, გაღივებული ხორბალი და თაფლი. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი; ამასთან სასურველია მათი შერჩევა C და A ვიტამინების შემცველობის გათვალისწინებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

ბოსტნეულიდან მიირთვით წიწმატი, კომბოსტო, სტაფილო, ხილიდან – ციტრუსები, კივი, მანგო. ამასთან, დიეტოლოგები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ იმ ხილს, რომელიც გვიყვარს და რომელსაც შეჩვეულები ვართ. სალათებს შეიძლება დავუმატოთ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და ლიმონის წვენი. სასარგებლოა აგრეთვე ხილის ჟელე.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-108.htm
იხ. სხვა დიეტები >>>>

..

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>>

.