მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N22, თებერვალი, 2010 წ

მოკლენისკარტა ისლი – Carex brevicolis D.C
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

1. მცენარეთა გვარი ისლი

o_kratko2ისლი (Carex), ისლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია. მრავალწლოვანი, ფესურიანი ბალახებია, სახწახნაგოვანი (იშვიათად მომრგვალო) ღეროთი. ფოთლები ხაზური ან ლანცეტაა. ისლის 2000-მდე სახეობაა ცნობილი. ძირითადად გვხვდებიან ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში. ხარობენ პრაქტიკულად ყველა ტიპის გარემოში: ტყის ზონაში, უდაბნოში, ტუნდრაში და ალპურ მდელოებზე, მაგრამ ამჯობინებენ ტენიან და ჭაობიან ადგილებს. ქმნიან კორდებს. საქართველოში 90-მდე სახეობა გვხვდება. იყენებენ სასილოსედ და თივად. ზოგ სახეობას – ჭილობის, ჩანთებისა და ქუდების მოსაქსოვად, ნაგებობათა გადასახურავად, იშვიათად თოკსაც გრეხენ. მსხვილი ისლისგან მზადდება ქაღალდი და სხვა. [ქსე]

2. მოკლენისკარტა ისლის ზოგადი აღწერა

მოკლენისკარტა ისლი – Carex brevicolis D.C. ისლისებრთა – Cyperaceae, ოჯახს მიეკუთვნება. მარადმწვანე, ბალახოვანი, პოლიკარპული, მრავალწლოვანი მცენარეა. სიმაღლით 30-45 სანტიმეტრს აღწევს. ღერო, ხშირ შემთხვევაში, ცალმაგი, შებრტყელებული და სამწახნაგა ფორმისაა, ხაოიანი. ძირში მურა ფერის ბოჭკოვანი ვაგინებითაა შემოსილი.  მცენარის ძაფის მსგავსი, ვერტიკალური და ყავისფერი ძირი 50 სანტიმეტრის სიგრძისაა. ნასკვებთან ქერცლოვანი ფოთლები აქვს. მოკლე ყლორტებზე ამოსული ფოთლები ბრტყელია, კიდეებდახვეული, მოქნით შევიწროებული. სწორხაზობრივი, ერთსახლიანია, ერთსქესიანი ყვავილებით. სიგრძეში 50-60 სანტიმეტრამდე, სიგანეში კი 5-7 მილიმეტრამდე იზრდება. ფოთლების დაკბილული დაბოლოებები ქვემოთ არის დახრილი. ხასიათდება მწვანე ფერითა და ნაცრისფერი ლაქებით, ასევე – დაძარღვული ზედაპირითა და შუა ადგილას გამავალი პატარა ღარით.
მასზე განლაგებულია წაბლისფერი, ბოჭკოებად დანაწევრებული, 20-35 სანტიმეტრის სიმაღლის ბუდეები, რომლებიც ორი-სამი თავთავით ბოლოვდება. ზედა თავთავი მამრობითი სქესისაა, ყავისფერია, აქვს ქინძისთავის ან შებრუნებული კვერცხის ფორმა; სიგრძით 1,5-2,5 სანტიმეტრია; ზედაპირზე გააჩნია მოგრძო-კვერცხის ფორმის ქერცლი. ქვევით კი განლაგებულია ერთი ან ორი თავთავი – მდედრობითი სქესის ყვავილებით. ისინი მომწვანო-მოყავისფრო და ამავე დროს, კვერცხის ან მოგრძო-კვერცხის ფორმისაა. სიგრძეში 1,5-2 სანტიმეტრს არ აღემატება. ქვედა თანაყვავილედს აქვს მოყვითალო-მოყავისფრო ბუდე, რომელიც ზედა მხარეს ფართოვდება და სიგრძეში 1,5-2 სანტიმეტრამდე იზრდება. მას თან ახლავს ამავე სიგრძის კვერცხის ფორმის მქონე, სამძარღვოვანი საფარველის ქერცლები ბოლოში მკვეთრად ვიწროვდება და სადგისივით წვეტიანი ხდება. მართალია, ეს ქერცლები წაბლისფერია, მაგრამ ძარღვებს შორის მწვანე ფერი დაჰკრავს. ისინი მცენარის პარკუჭებზე მცირე ან მათი ზომისაა.
o_kratko3რაც შეეხება თავად პარკუჭებს, ისინი შებრუნებული კვერცხის ან განიერი ელიფსის ფორმისაა, მრგვალია; მისი სიგრძე 4,5-5 მილიმეტრს შეადგენს. ხასიათდება მოყვათალო-მომწვანო შეფერილობით. შიშველია ან დაფარულია მეჩხერი, მცირე ზომის ჯაგრითა და მრავალი წვრილი ძარღვით. იგი ზედა ნაწილში ხაოიანია. ბოლოვდება ჟანგისფერი, ორად დაკბილული, დაახლოებით 1 მილიმეტრის სიგრძის ცხვირით.
თუ ისლი ხშირ ტყეში მოდის, ფესურები ჰორიზონტალური აქვს, ხოლო ღია ადგილას მათ დახრილი, ირიბი ფორმა აქვთ. ფესურები ზონარის მსგავსი, განტოტვილი,სამწახნაგოვანია. დატოტვილია 15-20 სმ ვაგინების უხეშბოჭკოვანი ნარჩენებით. გარედან ყავისფერია, შიგნიდან – თეთრი ფერის. სიგრძეში 5-20, სისქეში კი 3-5 სანტიმეტრს აღწევს. ნაყოფი კაკალია; ყვავილობს აპრილ–მაისში, ფოთლების გამოტანის პერიოდში. ნაყოფი მწიფდება მაის–ივნისში.

ისლის ზოგიერთი სახეობა:

• Carex abrupta MACK. • Carex filifolia • Carex pachystachya
• Carex acuta L. • Carex filiformis L. • Carex pallescens L.
• Carex acutiformis EHRH. • Carex fimbriata • Carex panicea L.
• Carex arenaria L. • Carex firma • Carex paniculata L.
• Carex alba — Осока белая • Carex flacca SCHIEBER • Carex pansa
• Carex albida L.H.BAILEY • Carex flava L. • Carex pairae
• Carex albolutescens SCHWEIN. • Carex fracta • Carex pauciflora LIGHTF.
• Carex albonigra • Carex frankii • Carex paupercula MICHX.
• Carex aligata • Carex geyeri • Carex paridoxa
• Carex alma L.H.BAILEY • Carex globularis L. • Carex parviflora HOST.
• Carex amplifolia BOOTT • Carex grayi • Carex pediformis C.A.MEY.
• Carex angustisquama FRANCH. • Carex guestphalica • Carex pellita
• Carex aperta BOOTT • Carex halleriana • Carex pendula HUDSON
• Carex aquatilis WAHLENB. • Carex hassei • Carex pensylvanica
• Carex arcta • Carex haydeniana OLNEY • Carex petasata
• Carex asturica BOISS. • Carex helleri • Carex phaeocephala
• Carex atherodes • Carex heteroneura • Carex pilulifera L.
• Carex athrostachya • Carex hirta L. typus[1] • Carex polymorpha
• Carex atrofusca • Carex hispida WILLD. • Carex praeceptorum
• Carex aurea • Carex hoodii • Carex praecox SCHREBER
• Carex barbarae • Carex hordeistichos VILL. • Carex praegracilis
• Carex binervis SM. • Carex hostiana DC. • Carex praticola
• Carex bigelowii • Carex humilis LEYSS. • Carex proposita
• Carex bohemica • Carex hystericina • Carex pulicaris L.
• Carex brevicollis DC. • Carex illota • Carex pseudocyperus L.
• Carex brevior • Carex interior • Carex pulicarus
• Carex breweri • Carex jamesii SCHWEIN • Carex punctata GAUDIN
• Carex brachystachys • Carex jonesii • Carex pyrenaica WAHLENB.
• Carex brizoides • Carex lachenalii SCHKUHR • Carex raynoldsii
• Carex buxbaumii • Carex laevigata SM. • Carex remota L.
• Carex camposii BOISS. ET REUTER • Carex lasiocarpa • Carex riparia CURTIS
• Carex canescens L. [syn. Carex cinerea POLL.] • Carex lenticularis • Carex rossii
• Carex capillaris L. • Carex leporinella • Carex rostrata STOKES
• Carex capitata • Carex leptalea • Carex rupestris
• Carex caryophyllea LATOURRETTE • Carex limosa • Carex sabulosa
• Carex cephalophora • Carex liparocarpos GAUDIN • Carex scoparia
• Carex cespitosa L. • Carex livida • Carex scopulorum VILL.
• Carex chordorrhiza EHRH. • Carex loliacea • Carex sempervirens VILL.
• Carex comosa • Carex longii • Carex serotina MÉRAT
• Carex concinnoides • Carex luzulina • Carex serpenticola
• Carex conferta HOCHST. EX A.RICH. • Carex lyngbyei • Carex sheldonii
• Carex curvula AL. • Carex macloviana • Carex sideristicta
• Carex cusickii • Carex macrostylon LAPEYR. • Carex siderosticha
• Carex cyperoides • Carex mairii COSSON ET GERM. • Carex simpliciascula
• Carex davalliana SM. • Carex mariposana • Carex simulata
• Carex davisii • Carex maritima • Carex solandri
• Carex delicata C.B.CLARKE • Carex mertensii • Carex sparganioides
• Carex demissa HORNERN. • Carex microglochin • Carex specifica
• Carex depauperata CURTIS EX WITH. • Carex microptera • Carex spectabilis
• Carex despressa LINK • Carex molesta • Carex spicata HUDSON
• Carex diandra • Carex monostachya • Carex spissa
• Carex digitata L. • Carex montana L. • Carex straminiformis
• Carex disperma • Carex multicaulis • Carex stricta
• Carex distachya DESF. • Carex multicostata • Carex strigosa HUDSON
• Carex distans L. • Carex muricata L. • Carex subnigricans
• Carex disticha HUDSON • Carex muskingumensis NUTT. • Carex sylvatica HUDSON
• Carex divisa HUDSON • Carex nebrascensis • Carex teretiuscula
• Carex divulsa STOKES • Carex nervina • Carex testacea SOL. EX BOOTT
• Carex dioica — Осока двудомная • Carex neurophora • Carex thouarsii
• Carex dolichostachya • Carex nigra (L.) REICHARD • Carex umbrosa HOST
• Carex douglasii • Carex nigricans • Carex utriculata
• Carex durieui STEUDEL • Carex norvegica • Carex vallicola
• Carex echinata MURRAY • Carex nudata S.WATSON • Carex vernacula
• Carex elata ALL. [syn. Carex stricta] • Carex obnupta • Carex vesicaria L
• Carex emoryi • Carex obtusata • Carex vulpina L.
• Carex enervis C.A.MEY. • Carex occidentalis • Carex vulpinoidea
• Carex ericetorum POLLICH • Carex oedipostyla DUVAL-JOUVE • Carex wahuensis
• Carex extensa GOOD. • Carex ornithopoda WILLD.
• Carex ferruginea SCOP. • Carex otrubae PODP.
• Carex festucacea • Carex ovalis GOODEN

3. მოკლენისკარტა ისლის გავრცელება

o_kratkoფართოდაა გავრცელებული შუა ევროპაში და მცირე აზიაში. საქართველოში
გავრცელებულია აჭარაში, ქართლსა და ჯავახეთში, მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ ზონამდე, ბალახოვან ფერდობებზე. ხშირად ქმნის დიდ კორდებს.

4. მოკლენისკარტა ისლის ნედლეული

ნედლეულია მოკლენისკარტა ისლის ბალახი – Herba Caricis brevicolis. ნედლეულს ამზადებენ ნაყოფის სიმწიფის ფაზაში. ამ დროისათვის ნაზამთრალი ფოთლები კვდება ხოლო ახალი ფოთლები მაქსიმალურ ზომებს აღწევენ. რაც მთავარია– ძირითადი ალკალოიდის – ბრევიკოლინის შემცველობა მაქსიმუმს აღწევს. ბალახს თიბავენ ნიადაგიდან 10 სამ დაშორებით. ასუფთავებენ მინარევებისაგან და ხელ ფენად აშრობენ ჰაერზე. ერთ ადგილზე დამზადება დასაშვებია 2–3 წელიწადში ერთხელ.
მოკლენისკარტა ისლის ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: ”მზა ნედლეული შედგება ფოთლების, ღროების და თავთავებისაგან, რომლებიც მთელი ან დამტვრეულია. მცენარე ღიაა, მონაცრისფრო-მწვანე, თავთავები – მუქი-ყავისფერი, უსუნო, სტანდარტის თანახმად, ალკალოიდების შემცველობა არანაკლებ 0,3%.”

მოკლენისკარტა ისლის ნედლეულში ისლის სხვა სახეობების მინარევების არსებობა დაუშვებელია. ბუნებაში სხვადასხვა სახეობები ერთად ხარობს. საქართველოში კი, ისლის 90 სახეობამდეა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ისლის ბუნებაში დამზადება არარენტაბელური ჩანს. საჭიროა მხოლოდ ერთი სახეობის –მოკლენისტარტა ისლის პლანტაციის გაშენება.

5. მოკლენისკარტა ისლის ქიმიური შედგენილობა

მოკლენისკარტა ისლის ძირითადი ოფიცინალური კომპონენტია ბრევიკოლინი. იგი კარბოლინის ნაწარმი ალკალოიდია. შეიცავს აგრეთვე ალკალოიდებს: ებრევიკარინსა და ჰარმინს. ალკალოიდებს, მცირე რაოდენობით შეიცავს ფესვებიც, მაგრამ მათი დამზადება არარენტაბელურია.

brevi

6. მოკლენისკარტა ისლის მედიცინაში გამოყენება

ბრევიკოლინის დიქლორგიდრატი გამოიყენება მშობიარობის სტიმულირებისათვის და საშვილოსნოდან სისხლის დენის შესაჩერებლად.[9]: ”ასეთი ხასიათის სხვა პრეპარატებთან შედარებით ბრევიკოლინი ნაკლებ ტოქსიკურია”. რეკომენდებულია ასევე ენდარტერიიტისა და განგლიონიტისას. ინახება B-სიით.

ლიტერატურა

1. Гейдеман Т. С., Ивашин Д. С., Чумак Е. П., Николаева Л. П., Черных Р. В. Распространение, биология и природные запасы осоки парвской на Украине и в Молдавии. — В кн.: Бревиколлин. Кишинев, «Штиинца», 1969.
2. Iвашим Д. С. Осока парвська — лiкарська рослина науковоi медицини. — «Фарм. журн», 1955, № 4.
3. Кондратенко Б. С. До вивчення бюлоги цвтня осоки лараськоi в Украши. — В кн.: V з’iзд Укр. бот. т-ва. Ужгород, Закарп. кн. вид-во, 1972.
5. Кречетович В. И. Осока — Carex L. В кн.: Флора УРСР. Т. 2. Ки(в. Вид-во АН УРСР, 1940.
6. Лекарственные растения Украины. Киев, «Урожай», 1971. Авт.: Д. С. Ивашин, З. Ф. Катина, И. З. Рыбачук, В. С. Иванов, Л. Т. Бутенко.
8. Терентьееа И. Б. К строению бревиколлина — алкалоида осоки парвской. — В кн.: Алкалоидоносные растения Молдавии. Кишинев, «Штиинца», 1960.
9. Турова А. Д. Лекарственные растения СССР и их применение. Изд. 2-е. М., «Медицина», 1974.

Viewed 1169 times by 555 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri