ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N6, თებერვალი, 2010 წ.
მეცნიერებმა შექმნეს ახალგაზრდობის ელექსირი
კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი. მათი მონაცემებით, ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი კოქტეილი დადებითად მოქმედებს ადამიანის არა მარტო ფიზიოლოგიურ, არამედ, გონებრივ უნარზეც.
ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის მსვლელობისას სპეციალისტებმა შექმნეს გამაახალგაზრდავებელი კოქტეილი, რომლის შემადგენლობაში შედის: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინები – В1, С, D, E, ბეტა-კაროტინი, აცეტილსალიცილის მჟავა, ნიორი, იმბირის ფესვები, გინკგო ბილობა, ჟენ-შჩენი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, თევზის ქონი, სელის თესლი, მაგნიუმი, მელატონინი, კალიუმი.
სპეციალისტებმა გამოსაცდელი თაგვები ორ ჯგუფად გაყვეს. ნაწილი ღებულობდა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს. ის მღრღნელები, რომლებიც ღებულობდნენ კოქტეილს, ხანდაზმულ ასაკშიც ინარჩუნებდნენ ფიზიოლოგიურ და გონებრივ შესაძლებლობებს საკმაოდ ხანგრძლივად. ხოლო თაგვები, რომლებიც ჩვეულებრივ იკვებებოდნენ, მათ ჩამორჩებოდნენ 50%-ით, ყველა მაჩვენებლის მიხედვით.
მიღებული მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ შექმნილი კოქტეილი უზრუნველყოფს უჯრედთა ენერგეტიკულ მარაგს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აქვეითებს დიაბეტის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, – იუწყება Passion.ru (Science Daily დაყრდნობით)
აღებულია MIGnews.com
Viewed 2778 times by 1728 viewers


