სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ორგანიზმის გამომაცოცხლებელი დიეტა

ამ დიეტის გამოყენება უჯობესია ბოსტნეულის სეზონზე, კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
საუზმე  - 1 ჭიქა მაწონი ან 1 ჭიქა თაფლით დამტკბარი თბილი წყალი.
მეორე საუზმე (10 სთ) – 1 ჭიქა ხილის წვენი ან მცირე რაოდენობით რაიმე ხილი ან ბოსტნეული (ცოცხალი).
სადილი – ცოცხალი ბოსტნეულისაგან მომზადებული სალათა (მწვანე სალათა, მწვანე ხახვი და ნიორი, ბოლოკი, კიტრი, ოხრახუში, კამა, კომბოსტო და სხვ.) და 1 ჭიქა ხილის წვენი.
ვახშამი – ე. წ. მიუსლი. მისი მომზადება შემდეგნაირად შეგიძლიათ: 1 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელებს დაასხით სამი სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ; დაუმატეთ 200 გრამი გახეხილი ვაშლი (კანიანად), ან სხვა რაიმე ხილი. ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული კაკალი, ნუში ან არაქისი.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-9.htm

იხ. სხვა დიეტები

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, რომ დიეტის დაწყებამდე გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან 

 

Viewed 18585 times by 8569 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka