სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

ცხენისწაბლა – Aesculus Hippocastanum L
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია მესამე

1. ზოგადი აღწერა

aescცხენისწაბლა – Aesculus Hippocastanum L., ცხენისწაბლასებრთა – Hippocastanaceae ოჯახს მიეკუთვენება. 30 მ-მდე სიმაღლის, განიერი, ფართო, ხშირტოტებიანი ვარჯით. ხეა, ხშირი ვარჯითა და მუქი ნაცრისფერი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მოყვითალო-ყავისფერია. ფოთლები შიშველია, 25 სმ დიამეტრის, 2-7 თათისებრ-რთული, გრძელყუნწიანი. ფრთართულ ფოთოლში 5-7, მჯდომარე, უკუკვერცხისებრი ფორმის, წამახვილებული, ფუძესთან სოლისებრ-შევიწროებული, კიდეებზე ხერხკბილა ფოთოლაკია. ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ნაოჭებიანი, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერისაა. ახალგაზრდა ფოთლები ძარღვების გასწვრივ ჟღალი ფერის ბეწვებითაა. ყვავილები საგველა პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი, ყვავილები სიგრძით 20-30 სმ აღწევს, ფურცელგანცალკევებულია, ზიგომორფული, სწორმდგომი, ზარისებრი ჯამით. ფერად თეთრია, წითელი ლაქებით.  ნაყოფი 3-საგდულიანი პრიალა კოლოფია, მწვანე, სფეროსებრი 6 სმ-მდე დიამეტრის, 1 ყავისფერი თესლით. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

aesculus-hippocastanum

2. გავრცელება

ცხენისწაბლას სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული.დეკორატიული მიზნით კულტივირებულია ევროპასა და შუა აზიაში. საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება, მაგრამ, ფართედაა გავრცელებული ქალაქგამწვანების სისტემაში.
მიუხედავად ფართო გავრცელებისა, ფარმაცევტული მრეწველობისათვის აუცილებელია მისი პლანტაციის გაშენება, რადგან გზის პირებზე და დიდ ქალაქებში ნაშენი ცხენისწაბლის ნაყოფი ეკოლოგიურად მიუღებელია. ცხენისწაბლის გამრავლება და თესლი საქართველოში პრობლემური არაა.

3. ნედლეული

Aesculus.hippocastanumძირითადი ოფიცინალური ნედლეულია ცხენისწაბლას თესლი – Semen Hippocastani, თუმცა დაშვებულია ცხენისწაბლას ფოთლის გამოყენებაც.
თესლი დამწიფების შემდეგ მიწაზე ცვივა და სწრაფად აგროვებენ. შლიან ცალფენად და აშრობენ 3–4 კვირის მანძილზე. თესლის ფარმაკოპეული აღწერა [9]–დან: “სამკურნალო ნედლეული-თესლები არასწორი სფეროსებრია, ოდნავ შეჭყლეტილი, 2-4 სმ დიამეტრის, ერთი მხრიდან – ბრტყელი. თესლის კანი მაგარია, პრიალა, მუქი-ყავისფერი, ფუძესთან ემჩნევა ნაცრისფერი დიდი ლაქა. თესლი უსუნოა, გემო მომწარო-ძელგი.”
ფოთლებს ამზადებენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. ფოთლებს კრეფენ ყუნწებიან ისე, რომ ტოტები არ დააზიანონ. აშრობენ თხელ ფენად ჩრდილში, კარგი აერაციის პირობებში. მზა ნედლეულის ყუნწები მოღუნვისას იმტვრევა.ფოთლები შრობის შედეგად იჭმუჭნება და იხვევა. მწვანე ფერს უინაჩუნებს. სასიამონო, სუსტი სუნი აქვს. გემო – ოდნავ ძელგი.
იშვიათად ამზადებენ ქერქსაც.

ცხენისწაბლა

4.  ქიმიური შედგენილობა

ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ცხენისწაბლზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ამინომჟავები, გლუკოზა, გლუკურონის მჟავა, ესცინი, კაროტინოიდები, კემფეროლის ბი- და ტრიოზიდები, მეტოქსი- კუმარინები, მთრთილავი ნივთიერებები, მწარე ნივთიერებები, ოქსი- კუმარინები, პექტინური ნივთიერებები, სახამებელი (50%),

eskuzani

5. მედიცინაში გამოყენება

Aesculus hippocastanum-fruit-19-09-08ცხენისწაბლისაგან ამზადებენ დესკუზანს, ესკუზანს, ესქობულტს, ვაზოტონინს, ვენოგალს, ვენოსტაზინს. მცენარის თესლებიდან ღებულობენ წყლიან ექსტრაქტს – ესკუზანს, ვენიტანს, ესფლაზიდს.  იგი შეიცავს ესცინსა და ფლავონოიდებს. ესცინი ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი და კარდიოტონური მოქმედებით. ესცინი გამოიყენება თრომბოზების პროფილაქტიკის საშუალებად.  ხმარობენ ბუასილის დროსაც. ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპებების თავიდან ასაცილებლად.  ეფექტურად მოქმედებს ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხალხურ მედიცინაში  იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენს (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს.
ნაყენის მოსამზადებლად 50 გრ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში

6. გამოყენების სხვა სფეროები

თანამდევ მარკეტინგულ ნიშას ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ. ნაყოფს, ისიც მხოლოდ კანგაცლილს, ჭამს მხოლოდ ღორი და თხა. მიუხედავადა ამისა, ცხენისწაბლის პლანტაცია, როგორც სამკურნალო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის ელემენტი, შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

800px-aesculus_hippocastanum_fruit

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ცხენისწაბლა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ცხენისწაბლა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1471 times by 848 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka