საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი კარაქწასმული ჭვავის პური, ან ნახევარი ჭიქა ნაკლებცხიმიანი ხაჭო ხილის სალათით.
სადილი: 1 ჭიქა ტომატის წვენი, ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი ცოტაოდენი ბოსტნეულით; დესერტად – ვაშლი, – მოთუთქული ან ცოცხლად; ან 150 გრამი მოხარშული თევზი, სალათა – კიტრის, პამიდვრის და სალათის მწვანე ფოთლებისაგან მომზადებული და ზეთმოსხმული (1 სუფრის კოვზი); დესერტად – 100 გრამი ყურძენი.
ვახშამი: 100 გრამი საქონლის ფარში, წიწაკითა და მწვანილით შეზავებული, ხახვთან მოშუშული სოკო, 2 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი, ან ქათმის მკერდის ხორცი (მოხარშული), ბოსტნეული და ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, რომ დიეტის დაწყებამდე გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან
Viewed 14424 times by 7936 viewers


