სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე

სამკურნალო დიეტებისამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში გამოიყენება სამკურნალო დიეტების დანომრილი სისტემა (ნულიდან №15-მდე). ეს სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამკურნალო კვების ინდივიდუალობას. განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ნულოვანი (ანუ ქირურგიული) დიეტები, ასევე სპეციალური განმტვირთავი დიეტები.

დიეტა № 1

ჩვენებები:

1. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება საშუალო სიმძიმის გამწვავებისა და გამოჯანმრთელების პერიოდში;
2. მწვავე გასტრიტი გამოჯანმრთელების პერიოდში;
3. ქრონიკული გასტრიტის საშუალო სიმძიმის გამწვავება, შენარჩუნებული სეკრეციით.

ზოგადი დახასიათება:
ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, კუჭის სეკრეციის ძლიერი გამომწვევების, ძნელად გადასამუშავებელი პროდუქტებისა და კერძების შეზღუდვით.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 90-100г (60% ცხოველური)
ცხიმები – 100г (30% მცენარეული)
ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი
ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
წინადღის გამომცხვარი ან გამომშრალი პური, მშრალი ნამცხვარი, ბისკვიტი.
გახეხილი ბოსტნეულისაგან მომზადებული სუპები.
ნაკლებცხიმიანი ხორცი – ფრინველი, თევზი (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული).
რძე, ნაღები, კეფირი (არამჟავე), მაწონი, ხაჭო.
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ბურღულეული: მანი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია.
ტკბილი კენკრა და ხილი – გახეხილი, მოხარშული, მოთუთქული.
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ჭვავისა და ნებისმიერი სახის ახალი პური, ერბოზელილი ცომის ნამზადი.
ხორცისა და თევზის ბულიონები, შჩი ბორში, ბოსტნეულის ნახარშები.
ცხიმიანი ხორცი, ფრინველი, თევზი, დამარილებული თევზი, კონსერვები.
მჟავე რძის პროდუქტები.
ფეტვის, ქერის, სიმინდის ბურღულეული, მარცვლეული.
კომბოსტო, ბოლოკი, მჟაუნა, ხახვი, კიტრი; დამარილებული, დამწნილებული ბოსტნეული, სოკო.
მჟავე და უჯრედისით მდიდარი ხილი და კენკრა.

აღებულია  http://diet-diet.ru/ves/dieta-81.htm

იხ. სხვა დიეტები >>>

 

Viewed 8821 times by 5093 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka