სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება თვალის მრავალი დაავადების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, – ასე თვლიან ჩინელი მეცნიერები. აღმოჩნდა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თვალის ქსოვილზე, ამიტომ იგი ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს თვალის მრავალი გავრცელებული დაავადებების, მათ შორის გლაუკომის პროფილაქტიკისათვის. საუბარია ანტიოქსიდანტების ჯგუფზე, ე. წ. კატექინებზე, რომლებიც აღწევენ ბადურაში, ბროლში და თვალის სხვა ნაწილებში და თრგუნავენ მათში მიმდინარე ჟანგვით პროცესებს. ორგანიზმში კატექინების დამატებითი დოზის შეყვანით ქვეითდება ოქსიდანტური სტრესი – უჯრედთა დაშლა, – ამტკიცებენ სპეციალისტები.
ექსპერიმენტში მეცნიერები ვირთხებს აძლევდნენ მწვანე ჩაის, შემდეგ კი ამოწმებდნენ მხედველობაზე კატექინების ზემოქმედებას. აღმოჩნდა, რომ კატექინები საგრძნობლად აქვეითებენ თვალის ქსოვილებში მიმდინარე ჟანგვით პროცესებს, და ეს ეფექტი გრძელდება საკმაოდ დიდხანს – თითქმის ათ საათამდე.
მიღებული შედეგები ადასტურებენ, რომ მწვანე ჩაის გამოყენება, მასში კატექინების შემცველობის წყალობით, ფრიად სასარგებლოა თვალებისათვის, – ამტკიცებენ მკვლევარები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში.

აღებულია http://www.medicinform.net/news/news17771.htm

იხ. აგრეთვე მწვანე ჩაი – ანტიდეპრესანტი

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

 

Viewed 20183 times by 7285 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka