გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე
ჩვენებები:
1. ქრონიკული გასტრიტი სეკრეტორული უკმარისობით
2. მწვავე გასტრიტი გამოჯანმრთელების პერიოდში
3. ქრონიკული ენტერიტისა და კოლიტის გამწვავების შემდგომი პერიოდი
ზოგადი დახასიათება
ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა საჭმლის მომნელებელი ორგანოების ზომიერი მექანიკური დაზოგვითა და ზომიერი სტიმულაციით.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 90-100 გრამი (60% ცხოველური)
ცხიმები – 90-100 გრამი (25% მცენარეული)
ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი
ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
პური (ხორბლის), უცხიმო ცომისაგან მომზადებული ნამცხვარი.
უცხიმო ხორცისა და თევზის ბულიონზე მომზადებული სუპები; ბოსტნეულის ნახარშზე მომზადებული სუპები ვერმიშელით, მათი გადაუტანლობისას – ახალი კომბოსტოსაგან მომზადებული შჩი.
ნაკლებცხიმიანი ხორცი – ფრინველი, თევზი, მოხარშული ენა, რძიანი სოსისი; რძე, ნაღები, რძემჟავა სასმელები, ახალი ხაჭო, ყველი, არაჟანი; სხვადასხვა ფაფები, გარდა ფეტვისა და უჩენჩო ქერის ბურღულისაგან მომზადებული.
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, კომბოსტო;
მწიფე ხილი და კენკრა, მანდარინი, ფორთოხალი, საზამთრო, ყურძენი (კანგაცლილი), მარმელადი, პასტილა, ზეფირი, თაფლი, ჯემები, მურაბა.
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ახალი პური და ერბოზელილი ცომისაგან მომზადებული ნამცხვარი.
რძიანი, ბარდის, ლობიოს სუპები;
ცხიმიანი ხორცი, კონსერვები, ცხიმიანი, დამარილებული და შებოლილი თევზი;
უმი გაუხეხავი და დამწნილებული ბოსტნეული, მარინადი, ხახვი, ბოლოკი, თალგამი, ტკბილი წიწაკა, კიტრი, ნიორი, სოკო;
უხეში ხილი და კენკრა ცოცხალი სახით, შოკოლადისა და კრემისაგან მომზადებული პროდუქტები.
აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-82.htm
იხ. სხვა დიეტები >>>
Viewed 2823 times by 1621 viewers


