ტომატის წვენი – C ვიტამინის წყარო

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ

ტომატის წვენი – C ვიტამინის ჰიპოალერგიული წყარო

ტომატის წვენი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და მაგნიუმით; ასევე პროცენტულად დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმნის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს. ეს ვიტამინური სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, თრგუნავს ნაწლავში მიმდინარე დუღილისა და ლპობის პროცესებს.
დიეტოლოგები ახალგამოწურული ტომატის წვენის მირთმევას ურჩევენ ფეხმძიმეებსა და მეძუძურ დედებს. ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეკომენდაციას აძლევენ ტკბილი მაღალკალორიული წვენები შეცვალონ ტომატის წვენით. საუკეთესო შედეგის მისაღებად უმჯობესია, თუკი 1 ჭიქა ტომატის წვენს მიირთმევთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, – დღეში დაახლოებით 2 ლიტრამდე.
მნიშვნელოვანია, რომ წვენს არ უნდა დაუმატოთ მარილი, ვინაიდან მარილი ამცირებს მის სამკურნალო თვისებებს. შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი ან მწვანილი, გემოვნების მიხედვით.
არსებობს უკუჩვენებებიც:
გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტისა და ქოლეცისტიტის დროს ტომატის წვენის მიღება რეკომენდებული არ არის.

იხ. სტატია ,,დიეტა ტომატის წვენით”

იხ. სხვა დიეტები