nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

სვინტრი სამკურნალო – Polygonatum officinale
მანანა კიკნაძე, არჩილ შენგელია

Горец змеиный
გაფრთხილება
წინამდებარე სტატია არის ამ თემაზე მასალების დაიჯესტი. მოპოვებული მასალები წინააღმდეგობრივია. მას ვაქვეყნებთ მხოლოდ ამ მასალების ფიქსაციის მიზნით, შემდგომი კვლევებისათვის.

სვინტრი

1. ზოგადი აღწერა

50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბალახოვანი, მრავალწლოვანი, შიშველი მცენარეა, მხოხავი განტოტვილი ფესურით. გეოფიტია, ტყის ჩვეულებრივი ბალახია; ევრაზიული სახეობაა. ღერო სწორმდგომი, ოდნავ მორკალული, წახნაგოვანიa. დაფარულია მორიგეობით მდგარი, ელიფსურ–ლანცეტისებრი ფორმის ფოთლებით. ფოთლები მჯდომარეა, ნახევრად ღეროს ეხვევიან, ნაცრისფერ–მომწვანო ფერისა. ყვავილები თეთრია, მილისებრი. ჰყვავის მაის–ივნისში. ნაყოფი მოლურჯო–მოშავო შეფერილობის კენკრაა.

2. შემადგენლობა

როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვედა ნაწილები შეიცავენ: საპონინებს, ლორწოს, ალკალოიდებს, ვიტამინ С–ს და ე.წ. გულის ჯგუფის გლიკოზიდებს – კონვალარინს, კონვალატოქსინს, კონვალამარინს.

polygonatum_officinalis

3. სვინტრის შხამიანობის შესახებ

ლიტერატურაში არის ცნობები, რომ სვინტრი შხამიანი მცენარეა. ზოგან მითითებულია, რომ მიწისქვეშა ნაწილი შხამიანი არაა, ნაყოფები კი, იწვევს მოწამვლას. სხვა წყაროების მიხედვით, ”მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით კი – კენკრა, მომწამლავია. საერთოდ, სვინტრი იწვევს ძლიერ ღებინებას, რის გამოც იგი ფრთხილად უნდა მივიღოთ.”
მეორეს მხრივ არსებობს დიდძალი მასალა მისი კულინარიაში და ხალხურ მედიცინაში გამოყენების შესახებ. ამ თემაზე საჭიროა დამატებითი მასალების მოპოვება. წინამდებარე ნაშრომი მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურის მიმოხილვაა.

3. გამოყენება
3.1 გამოყენება ხალხურ მედიცინაში

მასალებს სვინტრის ოფიცინალურ მედიცინაში გამოყენების შესახებ ვერ მივაგენით. როგორც ჩანს, იგი მხოლოდ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. ხალხურ მედიცინაში მის პოპულარობაზე ერთი ლექსიც მეტყველებს:
ჭინჭარი ჭირის ჭირია,
არჯაკელი ბალღამიო,
სვინტრი მოდის, მოიძახის:
მე ვარ ყველას წამალიო.

polygonatum_officinale
რიგი ავტორების თანახმად, ხალხურ მედიცინაში, სამკურნალო მიზნით, სვინტრის ყველა ნაწილი გამოიყენება. სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად, მის ღეროს ჭრიან ყვავილობის დროს; ფესვს კი გვიან შემოდგომით იღებენ. სამკურნალოდ გამოიყენება საქართველოში გავრცელებული ყველა სხვა სახეობის სვინტრიც.
ხალხური მედიცინა თვლის, რომ ამ მცენარეს გააჩნია ტკივილის გამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, სიცხის დამწევი და ღებინების გამომწვევი მოქმედების უნარი.
ხალხური მედიცინის თანახმად, რეკომენდებულია სვინტრის ფესვების ნაყენის მიღება რევმატიზმის, წელის ტკივილის, ჰემოროის დროს. გარდა ამისა, სვინტრისგან დამზადებულ ნაყენს იყენებენ გარეგანი მობანვისთვის, სველსაფენების სახით დაჟეჟილი ადგილებისთვის, ნიკრისის ქარისა და რევმატული დაავადებების, ასევე სისხლმდენი დაბეჟილობებისა და ჭრილობებისთვის. 0_f8a4_ea3cbe28_-2-L
არის ემპირიული ცნობები, რომ:
– ხალხურ მედიცინასა და ვეტერინარიაში დანაყილ მასას თაბაშირის შემცველად იყენებენ ძვლის გადატეხილობისას.
– სვინტრის ფესვურა ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს, მას ჭრილობებსა და ნატკენ ადგილებზე იდებენ.
– კენკრას პირღებინებისა და კუჭში გამხსნელ საშუალებად იყენებენ.
– თესლი შედის პირში ცუდი სუნის საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში.
– სვინტრის ფესურის (ზოგჯერ ფოთლების) წყლით ან არყით გამონაწვლილს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
– სვინტრის ფესურებს იყენებენ როგორც შემომგარსველ საშუალებას.
– სვინტრი ხალხში გამოიყენება წელში “მტვრევის” შეგრძნების.
(ლუმბაგო, რადიკულიტი), სახსრების დაავადების, წყალმანკის, შაქრიანი დიაბეტის, სიყვითლის, ბუასილის, სქესობრივი სისუსტისა და  თეთრად შლის დროს.

Salomonzegel1

– იყენებენ სპეციფიკურ ნახარშს. მას შემდეგნაირად აყენებენ: 15,0 გ ფესურას ორ ჭიქა წყალს ან რძეს ასხამენ. ჩაის კოვზით სვამენ ამ დოზას ერთი დღის განმავლობაში. ნახარშს იყენებენ აგრეთვე სველსაფენების სახით დაჟეჟილი ადგილებისა და ბუასილის სამკურნალოდ. ფესურის არაყზე ნაყენი გამოიყენება როგოც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაჯეჟილობის დროს. ზოგი ხალხური წყაროს მითითებით, ნედლი ფოთლებით რამდენჯერმე შეზელით მეჭეჭი ქრება.
– ჩინურ მედიცინაში ხმელი ნაყოფი კუჭში მსუბუქ გამხსნელად გამოიყენება, განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის. მასვე უნიშნავენ ქრონიკული ნეფრიტისა და ასციტის (მუცლის ღრუს წყალმანკი) დროს. ხმელი ნაყოფის ნახარშის ერთჯერზე მისაღები დოზაა 5–10 გრამი.
– ბულგარეთში ნედლი ფესურების ნახარშს გარეგან საშუალებად იყენებენ
კანქვეშ სისხლჩაქცევების (დალურჯებულ ადგილებში) გასაწოვად დაჟეჟილობის დროს, აევე რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. გარეგან სახმარ საშუალებად ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 40.0–50,0 გ წვრილად დაჭრილ ფესურებს 0,5 ლიტრ წყალში ხარშავენ.სვინტრი
– რევმატიზმისა და რადიკულიტის სამკურნალოდ გამიზნული ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა: სვინტრის დაქუცმაცებული ფესვი – 4 სუფრის კოვზის ოდენობით, ნახევარი ლიტრი წყალი. სვინტრის დაქუცმაცებულ ფესვებს დავასხათ ადუღებული წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში; ამის შემდეგ, გავაციოთ 2 საათის მანძილზე და გადავუწუროთ წყალი. თუმცა, მეტი ეფექტისთვის, თბილ ნახარშს იყენებენ და ამიტომ იგი მთლიანად არ უნდა გაცივდეს. მოვამზადოთ კომპრესები მტკივან ადგილებზე დასადებად.

3.2 გამოყენება კულინარიაში

უცხოურ ლიტერატურაშუ ყველგან აღნიშნულია, რომ ამიერკავკასიაში მოხარშულ ჩვილ ბალახს საჭმელად იყენებენ სანელებლებთან. მოგვყავს კულინარიაში გამოყენების ერთ–ერთი რეცეპტი:
ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გამოვწუროთ წყალი და შევაზილოთ დანაყილი ნიგოზი – გახსნილი ძმარში და წვრილად დაჭრილი ქინძი. მასალა:
• სვინტრი – 1 კილოგრამი
• ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
• ქინძი – 4-5 ძირი
• ძმარი, მარილი – გემოვნებით

3.3. გამოყენების სხვა სფეროები
– დეკორატიულია
– თაფლოვანია

ლიტერატურა:

1. Лекарственные растения луга. — М.: Изобразительное искусство, 1993. — С. 14-15.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka