სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რა ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს

kiboკოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა 34 000 ქალზე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ხილის, ბოსტნეულისა და სოიოს დიეტა 30%-ით აქვეითებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს, – წერს compulenta.ru.
მეცნიერებმა გააანალიზეს 63 257 მამაკაცისა და ქალის მონაცემები, მათი კვების, წონის, განათლების, თამბაქოს მოწევის, ფიზიკურ აქტივობისა და ჰორმონული პრეპარატების მიღების შესახებ. ანალიზის შედეგების მიხედვით გამოყვეს კვების 2 ტიპი: ხორცით, სახამებლითა და ცხიმებით მდიდარი დიეტა, და ბოსტნეულით, ხილითა და სოიოს პროდუქტებით შემდგარი დიეტა.
გამოსაცდელებისაგან შეარჩიეს 45-47 წლის 34 028 ქალი, რომლებსაც არ ჰქონდათ მკერდის კიბო. ყველა მათგანი ძირითადად იყვნენ გახდრები, ხშირად ასრულებდნენ ფიზიკურ ვარჯიშებს, იმყოფებოდნენ პოსტკლიმაქსურ პერიოდში, ცოტას ეწეოდნენ და გადიოდნენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას.
2005 წლის ბოლოს, ანუ 10 წლის შემდეგ, 629 ქალს დაუდგინდა მკერდის კიბო. საინტერესოა, რომ რაც უფრო ხშირად ღებულობდა ქალი ბოსტნეულს, ხილსა და სოიოს, მით ნაკლები იყო ალბათობა მისი კიბოთი დაავადებისა. ამასთან, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს კავშირი ხორცის, სახამებლისა და ცხიმების მიღებასა და კიბოს განვითარების რისკის მატებას შორის.
თუმცა ეს სრულიად არ ნიშნას, იმას რომ თითქოს დასაშვები იყოს ცხიმიანი ხორცის უზომოდ მიღება. დიდ როლს ასრულებს ხორცის მომზადების წესი. მაგალითად, გაცხელებულ ცხიმში შემწვარი ხორცი არ შეიცავს ჰეტეროციკლური ამიდების დიდ რაოდენობას, რომლებიც წარმოიქმნებიან ხორცის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების დროს. მკვლევარებმა ჩაატარეს 17 ჰეტეროციკლური ამიდის ინდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდნენ კიბოს განვითარების რისკს. ნახშირზე შეწვარ ხორცში ასეთი კანცეროგენული ნივთიერება გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სპეციალურ ე. წ. ,,ფრიტურნიცაში“ მომზადებული.

აღებულია MIGnews.com

 

Viewed 27234 times by 9300 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka