მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე

dietebiჩვენებები:
ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ყაბზობით მიმდინარე.
ზოგადი დახასიათება:
ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი დიეტა, ნაწლავის დაცლის გამაძლიერებელი პროდუქტებისა და კერძების გათვალისწინებით.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 90 – 100 გრამი (55% ცხოველური)
ცხიმები – 90 – 130 (30 – 40% მცენარეული)
ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი
ენერგოღირებულება – 2800 – 3000 კკალ.
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან წინადღის გამომცხვარი პური;
ბოსტნეულის სუპები, ნაკლებცხიმიანი ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი;
რძემჟავა სასმელები, წიწიბურას, ხორბლის, ქერის ბურღულეულის ფაფები (ფანტია);
ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ყვაილოვანი კომბოსტო;
ახალი ტკბილი ხილი და კენკრა მეტი რაოდენობით, თაფლი, მურაბა, მარმელადი, ჩირი (შავი ქლიავი, ლეღვი), ასკილისა და ხორბლის ქატოს ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ერბოზელილი ფუნთუშეული, ცხიმიანი ხორცი, თევზი, ფრინველი; კონსერვები, ბოლში გამოყვანილი ხორცეული და თევზეული;
ბრინჯი, მანის ბურღული, ვერმიშელი, მარცვლეული.
ბოლოკი, თალგამი, ნიორი, ხახვი, სოკო;
კისელი, მოცვი, კომში, შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ცხარე და ცხიმიანი სოუსები, მდოგვი, პილპილი, კაკაო, მაგარი ჩაი, ცხოველური და კულინარული ცხიმები.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-83.htm

იხ. სხვა დიეტები >>>

Viewed 1757 times by 891 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri