სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

Sterculia platanifolia L. – ხემაგარა ჭადრისებრფოთოლა
ვასილ შენგელია მესამე, ლალი დათეშიძე

Стеркулия платанолистная

1. ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასიათება

ჭადრისებრფოთოლა ხემაგარა (ფირმიანა) – Sterculia platanifolia l. (=Firmiana simplex (L.) W.F. Wigth), მიეკუთვნება ხემაგარასებრთა Sterculiaceae ოჯახს. ფოთოლმცვენი 15-20 მ სიმაღლის დიდვარჯიანი ხეა.

Firmiana simplex

ღერო თანაბარია, შიშველი,გლუვი, რუხი-მწვანე. ვარჯი კარვისებური აქვს. ფოთლები 3-5 თითიანი მარტივი ფურცელია, ფერად ღია-მწვანეა, გლუვი, შიშველი ან ქვემოდან ოდნავ შებუსული, სიგრძით 15 სმ-მდე, იშვიათად 35 სმ-მდე, სიგანე 20 სმ. ფოთლის ფურცელი წამახვილებულია, კიდემთლიანია. ყუნწის სიგრძე დაახლოებით ფოთლის ფირფიტის სიგრძის ტოლია. ყვავილები მოთავსებულია წვეროებზე, წვრილია, მომწვანო ყვითელი შეფერილობის, სქესგანცალკევებული, საგველასებრ გრძელ (25სმ) ყვავილედად შეკრული. ყვავილსაფარი მარტივია, 1 სმ სიგრძის. იგი შედგება 3-5 ვიწრო, მოგრძო ფურცლებისაგან, რომლებიც გარეთაა გადმოზნექილი. მტვრიანებიანი ყვავილები 10-15 მტვრიანიანია. ბუტკოიანი ყვავილები 5 ნაყოფის ფურცლიანია, ფუძესთან თავისუფალი და წვეროსთან შეზრდილია სვეტი ერთია და შედგება 5 სხივისებურად განლაგებული ფოჩისაგან. ნაყოფი კრებითი, 5 ნაწილიანი ფურცელია, რომლის სიგრძე 3-10 სმ-ია. ნაყოფი მრავალფოთლურაა. თესლები – სფეროსებრი, ნაცრისფერ–ყვითელი 1 სმ დიამეტრის. მცენარე ყვავილობს აპრილში. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში.

1.2. გავრცელება

picChineseParasoltreeLeafsჭადრისებრფოთოლა ხემაგარას სამშობლოა ჩინეთი, ინდოჩინეთი და იაპონია. სუბტროპიკული მცენარეა. საქართველოში კულტივირებულია 1814 წლიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აშენებენ ყირიმშიც.

1.3. ნედლეული და ქიმიური შედგენილობა

ოფიცინალური ნედლეულია ხემაგარას ფოთოლი – Folium Sterculiae. ფოთლები შეიცავს: ქოლინს, ვიტამინ C–ს, პოლისაქარიდებს, ფისებს, მთრთილავ ნივთიერებებს, ეთერზეთს (0,075%), ბეტაინს (2–3%). ორგანულ მჟავებს (2,5%), ფისებს (4,85%) და სხვა. თესლი შეიცავს კოფეინს, თეობრომინს, ორგანულ მჟავებს, ცხიმოვან ზეთს (26%), ალკალოიდების კვალს.

2. ნედლეულის დამზადება

fisi1917ხემაგარას სამკურნალო ნედლეულად ითვლება ფოთლები, რომელსაც ამზადებენ სავეგეტაციო პერიოდის ბოლოს, ვიდრე ფოთლები გაყვითლდება. მცენარე ფოთოლცვენას ადრე იწყებს, ამიტომ მას აჭრიან შერჩევით – გაყვითლებამდე. ერთი და იგივე ხიდან ფოთლების შეგროვება დასაშვებია 2 წელიწადში ერთხელ. მოჭრილი ტოტებიდან ფოთლებს აგროვებენ უყუნწოდ, ხელით. შეგროვებულ ფოთლებს აშრობენ კარგი ვენტილაციის სათავსოში ან ხელოვნურ საშრობში 800C–ზე ტემპერატურაზე. საჰაერო შრობის დროს ფოთლებს თხელ ფენად გაშლიან. გასაშრობი ნედლეულის ფენის სისქე დასაშვებია 5სმ-მდე. თანაზომიერი შრობის მიზნით ნედლეული პერიოდულად უნდა გადატრიალდეს. სითბურ საშრობებში ნედლეულიანი საცრების იარუსის ტიპით განლაგებისას ფოთლების გაფენა დასაშვებია 10-12სმ სისქის ფენად. კარგი ვენტილაციის პირობებში, ნედლეულის სამჯერ გადაბრუნების პირობით, ხემაგარას ფოთლების შრობას სჭირდება 7-8სთ.
ხემაგარას მზა ნედლეული წარმოადგენს მსხვილ 35 სმ-მდე სიგრძის ფართო კვერცხისებური, ფუძესთან გულისებური ფორმის ფოთლებს. ფოთოლი შედგება 3-5 წაწვეტებული ფურცლისაგან, რომელიც გლუვია ან ქვედა მხრიდან ოდნავ შებუსული. ფოთლის ქვედა მხარეზე მკაფიოდაა გამოხატული ძარღვიანობა. მშრალ ფოთლებს აქვს მწვანე ან ღია-მწვანე ფერი. სუნი სუსტია, გემო – ბალახის. მზა ნედლეულს ფუთავენ ტომრებში 15 კგ-ობით ან ფუთებში 50კგ-ობით. ნედლეული ვარგისია 1 წლის განმავლობაში.

Firmiana-simplex-1

3. გამოყენება

ხემეგარას ფოთლებს იყენებენ ნაყენის დასამზადებლად (1:5) 700 სპირტზე. მას გააჩნია აღმგზნები მოქმედება. უნიშნავენ როგორც მასტიმულირებელ და მატონიზირებელ საშუალებას ასთენიის, გადაღლის, დეპრესიის, ჰიპოტონიის, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითების, პოლიომიელიტის დროს. ნაყენს იყენებენ ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს, ასთენიური მდგომარეობისას, მძიმე დაავადებების გადატანის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი იფიტება. ნაყენის მიღება მიზანშეუწონელია ღამით.
ხემაგარას თესლებს ჩინეთში ხარშავენ და სვამენ როგორც ყავას.

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ხემაგარა ჭადრისებრფოთოლა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ხემაგარა ჭადრისებრფოთოლა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 645 times by 330 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka