“ჩრდილოეთკავკასიურ დიასპორებთან ურთიერთობების გააქტიურება…”
საქართველოს პარლამენტის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებს:
“კავკასიის რესპუბლიკებისთვის ამ რთულ პერიოდში, იმ დროს, როდესაც გლობალიზაციის იდეები წამოიჭრა, როდესაც ევრო–აზიურ სივრცეში ახალი რეალიები განისაზღვრება, ჩვენ, კავკასიის ქვეყნების პარლამენტარებს ჩვენი ხალხების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება. საქართველოს პარლამენტის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება. რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რაც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი იქნება.
ჩვენ კავკასიელებმა, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია შევქმენით, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე სრული პასუხისმგებლობის გაცნობიერებით უნდა ვისწრაფოთ ისტორიული ძმური კავშირების გამყარებისთვის თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური, კონფესიონალური, კულტუროლოგიური და ჰუმანიტარული ასპექტების კონტექსტში, ვეცადოთ, საერთო ძალისხმევით ვიპოვოთ მშვიდობიანი და ოპტიმალური გამოსავალი მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთში ჩვენი კავკასიური ცივილიზაციის განვითარებისა და მსოფლიო საზოგადოებაში შესაბამისი საპატიო ადგილის განსაზღვრის მიზნით.
მოგიწოდებთ, კავკასიის ქვეყნების ყველა ხალხის მიერ არჩეულთ. გავააქტიუროთ ძალისხმევა ზემოაღნიშნული ისტორიული მიზნების მისაღწევად, რამეთუ მხოლოდ ძმურ ერთობაშია ჩვენი საერთო სახლის – კავკასიის მშვიდობისა და აყვავების პერსპექტივა. მშვიდობა და ბედნიერება თქვენს ოჯახებსა და ხალხებს!”
საქართველოს პარლამენტის ჩრდილოეთ საქართველოს კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა: “ჩვენ მიერ გაგზავნილი მომზადებული მიმართვა ჩრდილოეთ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების მიმართ საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სრულფასოვნად განხორციელდება ეს პოლიტიკა… საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონის – ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მაქსიმალურად დაუახლოვდნენ ევროპულ ფასეულობებს და იმავდროულად, განხორციელდეს მათი ფასეულობების ინტერაქცია ევროპულ ოჯახში… ეს მიმართვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, შემდგომი ნაბიჯი კი მსოფლიო მასშტაბით ჩრდილოეთკავკასიურ დიასპორებთან ურთიერთობების გააქტიურება იქნება.”
…
Viewed 340 times by 180 viewers


