მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ

ძირთეთრა სათესი – Pastinaca sativa L.
ლალი დათეშიძე

Пастернак посевной რუს.
Parcnip ინგ.
Pastinac გერმ.
Panais ფრანგ.

1. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება

სათესი ძირთეთრა – Pastinaca sativa L., ქოლგოსანთა – Apiaceae (Umbelliferae) ოჯახს მიეკუთვნება. ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვები ხორცოვანია, მოყვითალო-ყავისფერი, მრავალთავიანი, მსხვილი და ტკბილი. ერთწლიანი მცენარე წარმოდგენილია გრძელყუნწიანი ფოთლებით, მეორე წელს კი უვითარდება ღერო, რომლის სიმაღლე 1მ-მდეა. ღერო წახნაგოვანია. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, მარტივი. ყვავილები შეკრებილია ქოლგად. თითოეულ ქოლგაში 8-12 მთავარი სხივია. გვირგვინი 5 ფურცლიანია, ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობის.

pastinaca_sativa

ნაყოფი ორთესლურაა. იგი ადვილად იხსნება და იყოფა 2 მერიკარპიუმად. ძირთეთრა ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.
[9]: პირველ წელს ნაყოფ-ფესვზე ვითარდება როზეტად განლაგებული ფოთლები, რომლებიც ფრთისებრგანკვეთილია მსხვილ წაგრძელებულ-კვერცხისებრ ან ლანცეტა სეგმენტებად და კიდედაკბილული. ბოლო ნაკვთი სამწილიანია. ფოთლები ზევიდან პრიალაა, ქვედა მხრიდან რბილი ბუსუსებით დაფარული ან შიშველია. მეორე წელს იზრდება საყვავილე ღრუიანი ღერო, ფოთლები ზევიდან პრიალაა, ქვედა მხრიდან რბილი ბუსუსებითაა დაფარული, ან შიშველია. მეორე წელს იზრდება საყვავილე ღრუიანი ღერო, ფოთლები მორიგეობითია, დიდი ზომის 20 სმ-მდე; ღეროს და გვერდითი ტოტების წვერში განვითარებული ყვავილედი-რთული, 7-20 სხივიანი ქოლგის სახით, წვრილი ყვითელი ყვავილებით. ღეროს სიმაღლე ზრდის ადგილისაგან დამოკიდებულებით მეტად ცვალებადია – 40-180 სმ-მდე.
1.2. გავრცელება

JCS Pastinaca sativa 9830ძირთეთრა იზრდება მინდვრებში, ნესტიან მდელოებზე ბუჩქოვანთა შორის, გზების გაყოლებაზე. მისი გავრცელების ეკოლოგიური დიაპაზონი ზღვის დონიდან 1600მ დონემდეა. იგი გავრცელებულია მთელ ევროპაში და აზიაში, სადაც ძირთეთრას 15 სახეობა იზრდება. კავკასიაში გავრცელებილია ძირთეთრას 5 სახეობა. Pastinaca Sativa კულტურული სახეობაა. სამრეწველო მიზნით აშენებენ უკრაინაში, ჩრდ. კავკასიაში, შუა აზიაში.
გასულ საუკუნეში თესდნენ საქართველოშიც, ცხოველთა საკვებად.

1.3.  ქიმიური შედგენილობა

სამკურნალო ნედლეულად ითვლება ფესვები და თესლები (ნაყოფი). ძირთეთრას ფესვი შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებს, კუმარინებს: ბერგაპტენს, იმპერატორინს, ქსანტოტოქსოლს. ეთერზეთის შემადგენლობაში შედის მირისტიცინი. ძირთეთრას ფესვები შეიცავს შაქარს, რაც ტკბილ გემოს ანიჭებს. ხშირად ტკბილი გემოს გამო შეცდომით მას ძირტკბილასაც უწოდებენ.

Parsnips

ძირთეთრას ნაყოფის – Fructus Pastinacae შემადგენლობაში შედის ეთერზეთი, კუმარინები, ცხიმოვანი ზეთი, რომელიც მდიდარია პეტროსელინის მჟავით. თესლის ეთერზეთი შეიცავს ორი ტიპის არატერპენოიდული ალიფატურ ეთერებს, რომლებსაც ერთმანეთისგან განასხვავებენ ძმარმჟავას რთული ეთერების არსებობით ან არარსებობით.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ძირტკბილას ნაყოფზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ნივთიერებათა ჯგუფები: ფუროკუმარინები. ჰიპერინი, რუტინი, პასტერნოზიდი, ფლავონოიდური გლიკოზიდები, ცხიმოვანი ზეთი (10%-მდეა), ეთეროვან ზეთი (4%,), ბერგაპტენი, იმპერატორინი, იზომპიმპინელინი, ქსანტოტოქსინი, სფონდინი, კუმარინი ოსტხოლი.

imperatorini

2. კულტივირება
2.1. გამრავლება

Pastinaca_sativa Pastinaca Sativa L. კულტურული სახეობა და როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს იგი მრავლდება თესლით (სათესი ძირთეთრა) დათესვა შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე. 1მ2 ფართზე საჭიროა 0,5გრამი თესლი. ნიადაგში თესლის ჩამაგრების სიღრმეა 2-3 სმ, დათესვა ხდება რიგებში.
რიგებს შორის მანძილი 40-50 სმ უნდა იყოს. თესლებს დათესვის წინ შეასველებენ +250 ტემპერატურის მქონე წყლით.
ნათესის მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველებისაგან გაწმენდას და მორწყვას საჭიროების მიხედვით. აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ როცა რიგები გამოიკვეთება, საჭიროა ნათესის გამეჩხერება იმგვარად, რომ რიგში მცენარეთა შორის მანძილი 10-12 სმ დარჩეს.
სიცოცხლის პირველ წელს მცენარეს უვითარდება მხოლოდ ფესვთანური ფოთლები, მეორე წელს კი ღერო და გენერაციული ორგანოები.

2.5. ნედლეულის შეგროვება

ძირთეთრა კულტურული სახეობაა და ქვეყნებში, მისი კულტივირებისა და დამზადების დიდი გამოცდილება არსებობს. ქვეყნებში რომლებიც ტრადიციულად ძირთეთრას კულტივირებას მისდევენ შემუშავებულია ნედლეულის აღების მექანიზირებული მეთოდები (კომბაინის ტიპის მანქანები). ფესვებს აგროვებენ შემოდგომაზე, ორწლიანი მცენარებისაგან. აშრობენ 40 C ტემპერატურაზე.
ძირთეთრას ნაყოფები სხვადასხვა დროს მწიფდება, ამიტომ ნაყოფებს ორ ჯერად (სესიად) ამზადებენ. პირველ ჯერზე მცენარეს აჭრიან გამუქებულ ქოლგებს, როცა მწავანე მურა ფერი შავში გადავა. ერთდროულად გამუქებულია ქოლგების დაახლოებით ნახევარი. ორი კვირი შემდეგ ცელავენ მთლიანად. დამზადებულ ყვავილედებს აშრობენ, ცეხვავენ, ანიავებენ, და ახარისხებენ. საჭიროა ფრთხილად, ხელთათმანებით მუშაობა, რადგან მცენარესთან შეხება (ფუროკუმარინების შემცველობის გამო) იწვევს კანის დერმატიტს. ნაყოფის ნაწილები მომრგვალო-ელიფსური ფორმისაა, ორმხრივ ამოზნექილი. მისი სიგრძე 6-8მმ-ია, სიგანე 5-6მმ. აქვს 5 წახნაგი. ნაყოფის ზედაპირო მკრთალია, ფესვი ღია-მურა. ნედლეულს აქვს არომატულის სუნი, გემო სურნელოვანია, ოდნავ მშუშხავი. ძირთეთრას ნედლეული უნდა ინახებიდეს გრილ ადგილას.

Pastinaca_sativa

3. გამოყენება
3.1. გამოყენება მედიცინაში

ბულგარული მედიცინა რეკომენდაციას უწევს ძირთეთრას ნაყოფების გამოყენებას უმადობისა და საჭმლის მონელების ფუნქციის მოშლისას, ასევე თერკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას.
სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია ძირთეთრას პრეპარატები პასტენაცინი და ბეროქსანი. პასტინაცინი გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკისათვის, ქიმიურად იგი წარმოადგენს ფუროკომარინების ნაკრებს. პარტირანცინს უპირატესად იყენებენ კორონალური უკმარისობის მსუბუქი ფორმების დროს, ასევე ნევროზების დროს, რომლისთვისაც დამახასიათებელია კორონაროსპაზმი.
ბუროქსანიდს ასევე ფუროკომარინების ნაკრებია, რომელიც ეფექტურია ვიტილიგოს სამკურნალოდ. მას იყენებენ ულტრაიისფერ დასხივებასთან კომბინაციაში კანის პიგმენტაციის აღსადგენად. დეროქსანის გამოყენება ნაჩვენებია ბუდობრივი სიქაჩლის დროს.
ინახება B სიით.
სათესი ძირთეთრა პოპულარულია ჰომეოპათიაში.

3.2. გამოყენების სხვა სფეროები
ძირთეთრას ფესვებს იყენებენ კულინარიაში

ლიტერატურა:
1. ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. ლალი დათეშიძე. ძირთეთრა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID – ის რესურსებით
4. ლალი დათეშიძე. ძირთეთრა. “სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი”. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი. USAID – ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom).
5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
8. ქსე
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005
10. შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში – თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
11. საქართველოს ფლორა. I – XI ტომი. თბილისი. 1971 – 1987 წ.

Viewed 1385 times by 617 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri