ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N7, მარტი, 2010 წ
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოკვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო ამცირებენ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას. ასეთივე თვისებებით ხასიათდება პომიდორიც. ლინუს პოლინგის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი, ასევე თეთრთავიანი და ბრიუსელის კომბოსტო, შეიცავენ ძლიერ ანტისიმსივნურ ქიმიურ კომპონენტს – სულფოფარანს. ეს ნივთიერება ხელს უწყობს ორგანიზმში ფერმენტთა გამომუშავებას, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმში კიბოს გამომწვევ ნაერთებს და ამცირებენ კუჭისა და პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს.
ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია აგრეთვე ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, რომელიც დიდი რაოდენობითაა პომიდორში და აძლევს მას წითელ ფერს. ისევე როგორც ბეტა-კაროტინი, ლიკოპინიც A ვიტამინის წინამორბედია. ამასთან ლიკოპინის ანტიოქსიდანტური აქტიურობა 2,5-ჯერ მეტია. ლიკოპინი ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე და ამცირებს ნაწლავის, საყლაპავის, კუჭის, ფილტვის კიბოს განვითარებას. სწორედ ამიტომაცაა აუცილებელი პომიდორის რაც შეიძლება ხშირი მიღება. აღსანიშნავია, რომ ლიკოპინი არ იშლება თერმული დამუშავებისას, რაც აფართოებს პომიდვრის გამოყენების შესაძლებლობას სოუსებსა და სუპებში, მათი სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება ვირტამინი E. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს პაპაიას, გრეიპფრუტის (განსაკუთრებით ვარდისფერი), მანგოს, მწვანე სალათის, კაკალისა და ზეითუნის ზეთის შესახებაც.
აღებულია MIGnews.com
Viewed 3415 times by 1544 viewers


