ფერტილოსკოპია

მოგესალმებით, თუ შეიძლება მიპასუხეთ, რით განსხვავდება ჰისტეროსკოპია ფერტილოსკოპიისგან. დამიდგინეს საშვილოსნოს პოლიპოზი, თუ არის შესაძლებელი მედიკამენტური მკურნალობით მოხდეს გაწოვა პოლიპის. წინასწარ გიხდით მადლობას.

ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევის ენდოსკოპიური მეთოდია. ფერტილოსკოპიის დროს ხდება როგორც საშვილოსნოს ღრუს, ასევე მცირე მენჯის ღრუს, საკვერცხეების და მილების ენდოსკოპიური გამოკვლევა, ანუ ფერტილოსკოპია წარმოადგენს კომპლექსურ გამოკვლევას, რომელიც მოიცავს ჰისტეროსკოპიასაც. ფერტილოსკოპიის დროს ჰისტეროსკოპია ტარდება მცირე დიამეტრის ინსტრუმენტით, რომლის დროსაც, ჩვეულებრივი ჰისტეროსკოპიისგან განსხვავებით, შესაძლებელია მილების სანათურების დათვალიერებაც, არ მოითხოვს საშვილოსნოს ყელის გაფართოებას და ტარდება ადგილობრივი გაუტკივრებით. ჩვენს კლინიკაში ტარდება როგორც ფერტილოსკოპია, ასევე ჰისტეროსკოპიაც, რომელსაც ინსტრუმენტის მცირე ზომისა და მცირეინვაზიურობის გამო მიკროჰისტეროსკოპიას უწოდებენ.

აღებულია საიტიდან  http://www.reprod.ge/page_40_89485_0.html