ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, მარტი, 2010 წელი
შეკითხვა: ექოსკოპიამ ციკლიდან 15 დგეს აჩვენა საშვილოსნოს ყელზე პოლიპი 0.5 მლმ. ექიმმა მირჩია გავიკეთო ლაპარასკოპია. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეუშლის თუ არა ხელს ეს დაორსულებას. შეიძლება რომ იყოს კიდევ პოლიპები საშვილოსნოში ან მილებში და ვაგინალური ექო ვერ ხედავდეს? დამჭირდება თუ არა ფერტილოსკოპიის გაკეთება? ასევე ვმკურნალობ პროლაქტინზე. რამდენად უშლის ხელს ესეც დაორსულებას? დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი: ექოსკოპიურად 3 მმ-ზე ნაკლები ზომის წარმონაქმნი ხშირ შემთხვევაში არ ჩანს. გამორიცხული არაა საშვილოსნოს ღრუშიც იყოს პოლიპი ან პოლიპები, მაგრამ ექოსკოპიურად არ ჩანდეს. თუ თქვენ ასევე გაწუხებთ უშვილობა, გირჩევთ ფერტილოსკოპიის ჩატარებას, რომლის დროსაც მოხდება როგორც საშვილოსნოს ღრუს ასევე მილების, საკვერცხეების და მცირე მენჯის ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში იმავდროული ოპერაციული მკურნალობა: პოლიპექტომია, სინექიოლიზისი, ენდომეტრიოზის ელექტროკოაგულაცია, მელების სანათურების რეკონსტრუქცია და ა. შ. თუ საკვერცხეების ფუნქცია არ არის დაქვეითებული ერთჯერადად აღებული ჰორმონალური გამოკვლევის დასკვნას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
აღებულია http://www.reprod.ge/page_40_89485.html
Viewed 2746 times by 1309 viewers


