ბავშვი 5 თვის ასაკში

თქვენი 4 თვის ბავშვი უკვე იოლად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, შეუძლია წამოჯდომა, თუკი დაეხმარებით. თვის ბოლოს ბავშვი თავის დაბადების წონას აორმაგებს. იგი ყურადღებით ათვალიერებს საკუთარ თითებს და ეტანება ყველაფერს, რაც კი მის თვალთახედვის არეში ხვდება. ბავშვს შეუძლია ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანოს, ან ორივე ხელით დაიჭიროს რაიმე საგანი; ყველაფერი პირისკენ მიაქვს და ღეჭავს.

ამ ასაკის ბავშვი სულ უფრო მეტად აკავშირებს ხმოვან და თანხმოვან ბგერებს. ბავშვის მეტყველების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია მის სმენაზე და ამიტომ სმენის დაკარგვის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც წესი, თქვენი ბავშვი დილით ადრე იღვიძებს, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს. დღისით კი ზოგჯერ მხოლოდ 2-ჯერ იძინებს. ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობას უკვე უმთავრდებათ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დედისგან მიღებული რკინის მარაგი და ამიტომ აუცილებელი ხდება მინერალების მიღება სხვა წყაროებიდან. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის საკმარისია დედის რძის შემცვლელის მიცემა, რომელიც შეიცავს რკინას. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს კი აძლევენ რკინის შემცველ ფაფებსა და დანამატებს.

Dr. Brown’s Original Bottle Newborn Feeding Set – დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის ,,ამაზონზე” >>>>

♥♥ ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე” – baby feeding set >>>>

♥♥ ბავშვის ტანსაცმელი ,,ამაზონზე” – baby clothes >>>>

♥♥ ბავშვის ფეხსაცმელი ,,ამაზონზე” – baby shoes >>>>

თუკი ბავშვი უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე, შეწყვიტეთ მიცემა და მოსინჯეთ რამდენიმე კვირის შემდეგ. მომდევნო თვიდან შესაძლოა შეამჩნიოთ უცნაური მოუსვენრობის ნიშნები. ბავშვი სიფრთხილით ურთიერთობს უცხო ადამიანებთან და ზოგჯერ შიშით უყურებს უცხოს. ჩვეულებრივ, კი ბავშვი სულ უფრო მხიარული და კომუნიკაბელური ხდება.


ბავშვი უფრო მეტად აქტიური და მოძრავია. აქედან განომდინარე, თქვენ სულ უფრო მეტი რამის აკრძალვა გიხდებათ მისთვის, რამაც თქვენს ბავშვი შესაძლოა პროტესტი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის აუცილებელია გარკვეული სტაბილურობა და რეგულარობა, რაც დისციპლინის საფუძველია, ეცადეთ არ გადააჭარბოთ და არ მოსთხოვოთ მას მისთვის შეუძლებელი. ბავშვი უკვე კარგად გრძნობს თქვენ ხასიათს: თუ თქვენ კარგა ხასიათზე ხართ, თვითონაც კარგადაა.


5 თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება

 – ჯდომის დროს კარგად უჭირავს თავი;
– მუცელზე წოლისას შეუძლია ,,მერცხლის“ გაკეთება – ასწორებს ხელებსა და ფეხებს, მაღლა სწევს თავს და იდრიკება;
– ადვილად გადატრიალდება;
– წოვს ფეხის თითებს;
– დამაჯერებლად სტაცებს ხელს საგნებს;
– თამაშობს საჩხაკუნოთი, თუკი მისცემთ ხელში;
– შეუძლია ბოთლის დაჭერა ერთი ან ორივე ხელით.

5 თვის ბავშვის  სოციალური განვითარება

 – იღიმება და გამოსცემს ხმებს, ყურადღების მისაპყრობად;
– აპროტესტებს და გეწინააღმდეგებათ, თუკი შეეცდებით სათამაშოს წართმევას;
– სცნობს მშობლებსა და ახლო ნათესავებს; სიფრთხილით ეპყრობა უცხო ადამიანებს;
– იმიტირებს სახის გამომეტყველებას;
– უყვარს თამაში ჭამის დროს.

5 თვის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

 – წარმოთქვამს ხმოვანსა და ზოგიერთ თანხმოვან ბგერებს;
– დაკვირვებით ათვალიერებს უცხო გარემოს;
– სურვილი აქვს ყველაფერი მოსინჯოს, ხელი მოკიდოს და პირისკენ წაიღოს;
– იხრება დავარდნილი საგნის დასანახად;
– გაცნობიერებულად იმიტირებს ხმებსა და მოძრაობებს.

 აღებულია – http://www.kid.ru/

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>> 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..