nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ

კაკაოს ხე, შოკოლადის ხე  - Theobroma cacao L.
ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

ზოგადი აღწერა

cacoa-ian-maguire-lgშოკოლადის ხე – Theobroma cacao L., ხემაგარასებრნი – Sterculiaceae ოჯახს მიეკუთვნება. 5-7  მ სიმაღლის, მარადმწვანე ხეა, ერთ მეტრამდე სიგრძის, მწვანედ მოლაპლაპე ფოთლებით. ნახევრადქოლგებად შეკრებილი წვრილი ყვავილები მოწითალო – ყვითელია. ყვავილების განთავსება ჩვენებურ მცენარეებს არ ჰგავს, ისინი უცნაურად გამოდიან ღეროების ამონაყრიდან და ტოტებიდან.
ნაყოფი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის კოლოფია, რომელშიც 50-მდე თესლი, კაკაოს მარცვლებია განთავსებული. თითოეული ხე, 5-7 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. თესლები ოვალურია, 3 სმ სიგრძის, შეზნექილი, თავდაპირველად დაფარულია თხელი აბსკით, მის გარეთ კი – გამერქნებული საბურავით.

გავრცელება

შოკოლადის ხის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ტროპიკული ტყეების მცენარეა. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. უყვარს სითბო; +12 გრადუსზე მცენარე სიცივისაგან იღუპება.
ჩვენში მისი კულტივირება მხოლოდ ოთახის მცენარედაა შესაძლებელი. თბილისში იგი იყიდება, როგორც ოთახის მცენარე. შოკოლადის ხის თბილისში გავრცელებული ფორმა, სპეციალური “დეკორატიული” ფორმაა, განსაკუთრებით დიდი ფოთლებით. ეს ფორმა ევროპაშია გამოყვანილი.

ნედლეული

ნედლეულია კაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao და უშუალოდ კაკაოს თესლი – Semen Cacao.

CacaoTreeკაკაოს ცხიმი – Oleum (Butyrum) Cacao, რომელსაც კაკაოს ნაყოფებიდან ღებულობენ. ნაყოფებს ზოგგან ორჯერ, ზოგან კი მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრობის პროცესს. იგი სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაა. მისი არსი შემდეგშია: ნაყოფს აწყობენ ფერმენტაციისათვის. ამ პროცესში იცვლება თესლის გემო, შეფერილობა, შემადგენლობა. მწარმოებელ ქვეყნებში ამ პროცესის მართვა ხელოვნებადეა აყვანილი და მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებს ანდობენ. თესლებს აგროვებენ მრავალი გვარის მცენარიდან. მედიცინაში უფრო ფასობს – Theobroma cacao L.,   Th. pentagona Bernoulli და Th. bicolor Humb; არსებობს სპეციალური საცხიმე ჯიშები.
ცხიმს იყებენ მაღალი წნევის ქვეშ. კაკოს ცხიმი სწრაფად მყარდება. მისი ლღობის ტემპერატურა 34-370C-ია. ცხიმი მოყვითალო, სასიამოვნო სუნის მასაა.
კაკაოს თესლი – Semen Cacao

ქიმიური შედგენილობა
შოკოლადის ხის  თესლი შეიცავს: გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავს, ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო- და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, მყარ ცხიმს 50-55%, ნახშირწყლებს, პურინულ ალკალოიდებს, სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, ცილებს და სხვ.კაკაოს თესლში, სხვა  მეტად მნიშვნელოვანია პურინული ჯგუფის ალკალოიდების არსებობა. ალკალოიდების ჯამში – 2–3%, თეობრომინზე მოდის 0,75– 1,16% კოფეინზე – 0,35%. [9]

teobromini

[9]: “ცხიმი შედგება ოლეინის (43%), სტეარინის (34%), პალმიტინის (25%), ლინოლის (2%), ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ცხიმის იოდის რიცხვია 27-42, გამყარების ტემპერატურა 20-270, მჟავური რიცხვი 2, 25.”

Theobroma_cacao

გამოყენება
კაკაოს ცხიმი ფარმაციაში ძირითადად ფუძეებად გამოიყენება. დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში
კაკაოს ფართო გამოყენება აქვს, როგორც საკვებ პროდუქტს. [9]: ფარმაკოლოგიური მოქმედებით, ისევე როგორც ქიმიური შენებით, კოფეინთან ახლოსაა თეობრომინი. ის ამჟღავნებს მასტიმულირებელ მოქმედებას გულის მუშაობაზე, აგანიერებს კორონალურ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, მაგრამ კოფეინზე უფრო სუსტია. თეობრომინი ამავე დროს

theobroma_cacao

არის მეტად ეფექტური დიურეტული საშუალება. უშვებენ ფხვნილისა და ტაბლეტების სახით. შედის პრეპარატებში: თემინალში, თეოვერინსა და თეოდიბავერინში. ალკალოიდებს და მის კომბინირებულ პრეპარატებს ინახავენ სია B-თი. პურინული ალკალოიდების და განსაკუთრებით კოფეინის შემცველობა განაპირობებს შოკოლადის და სასმელი კაკაოს მაღალეფექტურობას, კალორიულობას და აქედან გამომდინარე, მათზე დიდ მოთხოვნილებას.

ლიტერატურა

1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. “მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID – ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom)
2. Lali Dateshidze and co – authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health   Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის   მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო – გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
9. ლინა ერისთავი. “ფარმაკოგნოზია”. თბ., 2005 

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka