შვრიის ფაფა

ბიულეტენი ,,დიეტები” ISSN E1987-8478, N5, აპრილი, 2010 წ

მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები და ექიმები გვარწმუნებენ, რომ თითოეული ადამიანის ყოველდღიურ კვებით რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ფაფა, განსაკუთრებით – შვრიის. აღმოჩნდა, რომ ეს კერძი არაჩვეულებრივად მოქმედებს როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვების ჯანმრთელობაზე.
ფინელმა მკვლევარებმა დაამტკიცს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ შვრიის ფაფას (ჰერკულესს), 2/3 -ჯერ ნაკლებად ავადდებიან ასთმით, ვიდრე ბავშვები, რომლებიც შვრიის ფაფას არ ღებულობენ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ამ დაავადების განვითარების რისკი, აუცილებელია ბავშვს ფაფა მივცეთ 5 თვის ასაკიდან.
შვრიის ფაფა სასარგებლოა მოზრდილთათვისაც. საუზმეზე ამ კერძის ყოველდღიურად მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში 10%-ით. აღმოჩნდა, რომ შვრიას გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას.

აღებულია: health.passion.ru/l.php/ovsyanku-est-kazhdyi-den.htm