ალერგია ორსულებში

 ალერგია ორსულებში

ალერგია ორსულებს საკმაოდ ურთულებს ცხოვრებას. ორსულობის პერიოდში ალერგიულ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. არაჯანსაღი კვება, სხვადასხვა წამლების უსისტემო მიღება, მუდმივი სტრესი ასუსტებს იმუნიტეტს და აპროვოცირებს ალერგიის განვითარებას ორსულებში.

რაფინირებული, სხვადასხვა კონსერვანტებითა და საღებავებით გაჯერებული პროდუქტები არასასიკეთოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, ამიტომ აუცილებელია სწორი რაციონის შედგენა. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს ნატურალური პროდუქტები, მინიმალური თერმული დამუშავებით, უმჯობესია სუფთა წყალზე მომზადებული.

ალერგიის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია სტრესს. ეცადეთ ნებისმიერი სირთულე მშვიდად მიიღოთ. შინაგანმა გაუწონასწორობამ, უსიამოვნებებმა შესაძლებელია გაამწვავონ ალერგია, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სწორად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურად ხსნის ალერგიის სიმპტომებს, ნაყოფისათვის ყოველგვარი რისკის გარეშე. ალერგიის პირველივე ნიშნებისთანავე, განსაკუთრებით თუ ეს განმეორებითია, იმოქმედეთ სწრაფად, არ დაელოდოთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის.

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ორსულობისას:

1. თუკი თქვენთვის ცნობილია ალერგენი, გამორიცხეთ იგი;
2. გადადით ჰიპოალერგიულ დიეტაზე;
3. მიიღეთ გააქტივებული ნახშირი;
4. მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს ალერგიაა თუ არა ეს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
სიფრთხილეა საჭირო ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებისას- მათი უმრავლესობა უკუნაჩვენებია ორსულობისას.
ალერგიული რინიტის დროს არ იხმაროთ სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები. მათ მოქმედების ხანმოკლე ეფექტი აქვთ და ბევრ გვერდით მოვლენებს იწვევნ. გაცილებით ეფექტურია ცხვირის გამორეცხვა მცენარეული ნახარშებით (გვირილა, კალენდულა). გამორეცხვის შემდეგ ლორწოვანი დაასველეთ ზეთოვანი ექსტრაქტებით.

აღებულია waiting4baby.ru/zdorove-mamy/allergiya-lechenie/

_________________________________

გადასვლა >>>> ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

..