სამკურნალო დიეტები. დიეტა N8
წონის კორექციისათვის ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები
ვიბრომასაჟორი
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები
ანტიცელულიტური ქილები
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები
ელექტრომასაჟორები
გასახდომი კორსეტები
გასახდომი საუნა-შორტები
კუნთების სტიმულატორები
გასახდომი ჩაი
ანტიცელულიტური სკრაბები
ანტიცელულიტური კრემები
ანტიცელულიტური ზეთები
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას: „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“
სამკურნალო დიეტები. დიეტა N8
ჩვენებები: სიმსუქნე – როგორც ძირითადი დაავადება, ან როგორც სხვა დაავადებების თანმხლები დაავადება.
ზოგადი დახასიათება: – ენერგოღირებულების შემცირება ნახშირწყლების (განსაკუთრებით ადვილად ასათვისებლების) ნაწილობრივ ცხიმების ხარჯზე, ცილების ნორმალური შემცველობის შენარჩუნებით.
– თავისუფალი სითხის, ნატრიუმის ქლორიდისა და მადის აღმძვრელი პროდუქტებისა და კერძების შეზღუდვა. ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი): – ცილები – 90 – 110 გრამი; – ცხიმები – 80 გრამი; – ნახშირწყლები – 150 გრამი; – ენერგოღირებულება – 1700 – 1800 კკალ.
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები: ჭვავის, ცილოვან-ხორბლის პური (100 – 150 გრამი); ბოსტნეულის სუპები, შჩი, ბორში; კვირაში 2-3-ჯერ ხორცი ს ან თევზის სუსტ ბულიონზე დამზადებული სუპები, ფრიკადელკებით (250 – 300 გრამი მიღებაზე); ნაკლებცხიმიანი ხორცი , თევზი, ფრინველი – მოხარშული, მოშუშული სახით; ხორცი ძროხისს სარდელი; ზღვის პროდუქტები – დღეში 150 – 200 გრამი; რძე და რძე მჟავა პროდუქტები, ხაჭო, ყველი (ნაკლებცხიმიანი); ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავად, ყველა სახისა და აუცილებლად ცოცხლად.
იკრძალება შემდეგი პროდუქტები და კერძები: უმაღლესი ხარისხისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, ასევე ერბოზელილი ცომისაგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული. კარტოფილის, ბურღულეულის, პარკოსანი მცენარეებისაგან და მაკარონისაგან მომზადებული სუპები; ცხიმიანი თევზი, ცხიმიანი საქონლის, ფრინველის ხორცი; ძეხვეული, შებოლილი ხორცეული და თევზეული, ხორცი სა და თევზის კონსერვები; ცხიმიანი ხაჭო, ყველი, ნაღები, ბრინჯი, მანი, მაკარონის ნაწარმი, პარკოსანი მცენარეები, ტკბილი ხილი და კენკრა; შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, თაფლი, ტკბილი წვენები, კაკაო; კულინარიული და ხორცი ს ცხიმები; ცხიმიანი და ცხარე საუზმეები, სოუსები, მაიონეზი, სანელებლები.
აღებულია: diet-diet.ru/ves/dieta-88.htm
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ–მაღაზიებში
.