ჩვენებები:
სიმსუქნე – როგორც ძირითადი დაავადება, ან როგორც სხვა დაავადებების თანმხლები დაავადება.
ზოგადი დახასიათება:
- ენერგოღირებულების შემცირება ნახშირწყლების (განსაკუთრებით ადვილად ასათვისებლების) ნაწილობრივ ცხიმების ხარჯზე, ცილების ნორმალური შემცველობის შენარჩუნებით.
- თავისუფალი სითხის, ნატრიუმის ქლორიდისა და მადის აღმძვრელი პროდუქტებისა და კერძების შეზღუდვა.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
- ცილები – 90 – 110 გრამი;
- ცხიმები – 80 გრამი;
- ნახშირწყლები – 150 გრამი;
- ენერგოღირებულება – 1700 – 1800 კკალ.
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
ჭვავის, ცილოვან-ხორბლის პური (100 – 150 გრამი);
ბოსტნეულის სუპები, შჩი, ბორში;
კვირაში 2-3-ჯერ ხორცის ან თევზის სუსტ ბულიონზე დამზადებული სუპები, ფრიკადელკებით (250 – 300 გრამი მიღებაზე);
ნაკლებცხიმიანი ხორცი, თევზი, ფრინველი – მოხარშული, მოშუშული სახით; საქონლის ხორცის სარდელი;
ზღვის პროდუქტები – დღეში 150 – 200 გრამი;
რძე და რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, ყველი (ნაკლებცხიმიანი);
ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავად, ყველა სახისა და აუცილებლად ცოცხლად.
იკრძალება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
უმაღლესი ხარისხისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, ასევე ერბოზელილი ცომისაგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული.
კარტოფილის, ბურღულეულის, პარკოსანი მცენარეებისაგან და მაკარონისაგან მომზადებული სუპები;
ცხიმიანი თევზი, ცხიმიანი საქონლის, ფრინველის ხორცი;
ძეხვეული, შებოლილი ხორცეული და თევზეული, ხორცისა და თევზის კონსერვები;
ცხიმიანი ხაჭო, ყველი, ნაღები, ბრინჯი, მანი, მაკარონის ნაწარმი, პარკოსანი მცენარეები, ტკბილი ხილი და კენკრა;
შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, თაფლი, ტკბილი წვენები, კაკაო;
კულინარიული და ხორცის ცხიმები;
ცხიმიანი და ცხარე საუზმეები, სოუსები, მაიონეზი, სანელებლები.
აღებულია: diet-diet.ru/ves/dieta-88.htm
Viewed 1518 times by 949 viewers


