გარეჯის უდაბნოს ეკონომიკური განვითარებისათვის

ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N3, აპრილი, 2010წ

ბატონებო და ქალბატონებო!

საქართველოს დიასპორების ასოციაციების კავშირი ”ნოსტალგიის” ინიციატივით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ”გარეჯის უდაბნოს განაშენიანებისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემები”.

გარეჯის უდაბნოს განაშენიანებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები საქართველოსათვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემაა.
ჩვენ თხოვნით მივმართავთ ქართულ დიასპორას, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციის მუშაობაში და მოგვაწოდოს თეზისები. კონფერენციაზე დამონტაჟდება ელექტრონული ეკრანი და საშუალება იქნება უცხოეთიდან ვირტუალური ჩართვის.
ჩვენთვის ფასეულია პროფესიონალთა ნებისმიერი მოსაზრება. ფასეულია ამ საკითხის მენეჯმენტის თქვენეული ხედვა, გამოცდილება, რომელიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა გვალვიან რეგიონებში და ბოლოს, ყოველი ნერგი თუ თესლი, რომლის ბაზაზეც ”ქსეროფიტულ მცენარეთა გარეჯის ბოტანიკურ ბაღს ჩავუყრით საფუძველს”.

ძვირფასო თანამემამულენო, ერთად გავაშენოთ გარეჯის უდაბნო!

საინფორმაციო წერილი

საქართველოს დიასპორების ასოციაციების კავშირი ” ნოსტალგიის ”
ინიციატივით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია

გარეჯის უდაბნოს განაშენიანებისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემები

კონფერენციების მიზანია შეკრიბოს და ერთმანეთს გააცნოს სპეციალისტები, რომელთა კვლევები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური განვითარების პროექტების მოსამზადებლად. ხელი შეუწყოს მეცნიერებსა და მეწარმეებს, მრგვალ მაგიდასთან დისკუსიისას გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ პრობლემებზე, გააცნონ თავიანთი ხედვები ერთმანეთს, დაგეგმონ თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები და საშუალებები, მეწარმეებსა და საინვესტიციო კომპანიებს შესთავაზონ კონკრეტული პროექტები.
კონფერენციის ფორმატი მომხსენებლებს არ ზღუდავს თემატიკით, თუკი ის პირდაპირ
ან ირიბად ეხმიანება კონფერენციის შინაარსს. შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხედვა, პროექტები და კვლევები ნებისმიერი სამეცნიერო დარ–გიდან.
კონფერენციის ერთ – ერთი მიზანია, შეიქმნას სპეციალისტთა გუნდი, რომელიც მოამზადებს საგრანტო პროექტებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებში წარსადგენად, კონფერენციების თემატიკის შესაბამისად.
მოხსენებათა თეზისები გამოქვეყნდება კრებულის სახით, ხოლო მოხსენებათა სრული ტექ–სტები დაიბეჭდება ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში ”,Plants Science”. ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს უნიკოდში, შრიფტით sylfaen. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატე–ბოდეს 1 გვერდს, 10 ნომერი შრიფტით. ელექტრონულ ჟურნალში სტატიების მოცულობა შეზღუდული არაა.
ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,Plants Science”. შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე : და www.medgeo.net
თეზისებისა და შრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 მაისი. თეზისები და სტატიები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mpifarm@gmail.com ან სკაიპით: levan.shengelia3

კონფერენციის სავარაუდო სექციები:
გარეჯის უდაბნოს რესურსები
– ისტორიული ძეგლები და ისტორია
– ფოლკლორი
– ფლორა
– ფაუნა
– ბუნებრივი რესურსები
გარეჯის უდაბნოს ეკონომიკური განვითარების საკითხები
– ქსეროფიტული სამკურნალო მცენარეთა წარმოებისა და გადამუშავების ინფრასტრუქ–
ტურის განვითარება გარეჯში
– სპეციფიკური ფარმაცევტული ნედლეულის წარმოების პერსპექტივები
– ქსეროფიტული კაკლოვანების პლანტაციების განვითარება
– მეცხოველეობა და მეცხოველეობის საკვები ბაზა
– ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გარეჯის უდაბნოში
გარეჯის განაშენიანების საკითხები
– ქსეროფიკულ მცენარეთა ბოტანიკური ბაღის შესაქმნელად გარეჯში
– დეკორატიული მცენარეები გარეჯის უდაბნოსათვის

კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ საიტები: და www.medgeo.net საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com

Share this...Share on Facebook
Facebook