დაორსულების შანსები

დაორსულების შანსები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დაფეხმძიმების სტატისტიკური ალბათობა ორსულობის დაგეგმვის პირველ ციკლში შედარებით მცირეა და შეადგენს 15 – 25%-ს.
ამასთან იგულისხმება ის ციკლები, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეებში, ანუ ოვულაციამდე 2 დღით ადრე, ოვულაციის დღეს და ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს.
იმ ქალების სტატისტიკა, რომელთაც სურთ დაფეხმძიმება, შემდეგნაირია: ქალების დაახლოებით 50% ფეხმძიმდება ორსულობის დაგეგმვის პირველი 3 თვის პერიოდში, ქალების 75% – პირველი 6 თვის განმავლობაში ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან და ქალების 90% ფეხმძიმდება ერთი წლის განმავლობაში, ორსულობის დაგეგმვის დაწყებიდან.
საშუალოდ დაფეხმძიმება პირველი  4 თვის განმავლობაში ხდება.
რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?

არარეგულარული ციკლი და ორსულობა

თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ დაორსულება მოგვიანებით მოხდება. არარეგულარული ციკლის პრობლემა იმაშია, რომ ქალი ზუსტად ვერ ითვლის ჩასახვისათვის ოპტიმალურ დღეებს, ვინაიდან ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება.

ასაკი და ორსულობა

ორსულობის დაეგმვის პირველ ციკლში დაფეხმძიმების შანსი 30 წლის შემდეგ მცირდება. თუ თქვენი ასაკი 19-დან 24 წლამდეა, თქვენი დაორსულების შანსი დაახლოებით 30%-ია; 25-დან 33 წლამდე შანსი 18%-მდე ქვეითდებ, ხოლო 33-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა.
35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა.

არარეგულარული კავშირი

თუკი რაიმე მიზეზთა გამო, რეგულარული სქესობრივი კონტაქტი შეუძლებელია, ესეც რასაკვირველია მოქმედებს დაფეხმძიმების დადგომაზე. ჩასახვის შანსების დამოკიდებულება სქესობრივი კონტაქტების რაოდენობაზე (სა) წარმოდგენილია შემდეგი სქემით:

სა რაოდენობა ალბათობა სა რაოდენობა ალბათობა
1 3,5 % 11 30 %
2 6,8 % 12 32,4 %
3 10 % 13 34 %
4 13 % 14 35 %
5 14 % 15 37,4 %
6 15,9 % 16 38 %
7 20 % 17 39 %
8 23,8 % 18 40 %
9 25 % 19 41 %
10 28 % 20 42,9 %

საინტერესოა, რომ თუკი თქვენ თვეში არანაკლებ 20 -ჯერ გაქვთ სექსი, ამით დაორსულების შანსი არ მატულობს. არსებობს თეორია, რომ ზედმეტად ხშირი სქესობრივი კონტაქტების დროს მამაკაცის სპერმაში მცირდება განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა.  აღებულია: babyplan.ru


ოვულაციის დასადგენი  ტესტი

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დაორსულების ყველაზე დიდი შანსი ოვულაციის პერიოდს ემთხვევა. ოვულაციის დღის განსაზღვრა ოვულაციის ტესტის საშუალებით შეგიძლიათ.
ტესტის მოქმედება დაფუძნებულია შარდში მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრაზე.
ამ ჰორმონის მცირე რაოდენობა შარდში ყოველთვის არის, მაგრამ ოვულაციამდე 24 – 36 სთ-ით ადრე მისი კონცენტრაცია მკვეთრად იმატებს.
გავს ორსულობის დასადგენ ტესტს, მაგრამ მისი გამოყენება ხდება ყოველდღიურად, მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ტესტი შეიძლება გაკეთდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ ერთსა და იმავე დროს. გაკეთებამდე თავი შეიკავეთ მოშარდვისგან მინიმუმ 4 სთ-ის განმავლობაში და არ დალიოთ ბევრი სითხე (შეიძლება გამოიწვიოს მალუთეინიზირებელი ჰორმონის რაოდენობის შემცირება შარდში და შედეგად ნაკლებად სარწმუნო პასუხი).
როდესაც განსაზღვრავთ რომ ამ ჰორმონის შემცველობა შარდში მაღალია, უახლოესი 48 სთ-ის განმავლობაში მაქსიმალურია დაფეხმძიმების შესაძლებლობა. 
აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/


დაორსულების შანსებიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📅 საშუალოდ დაფეხმძიმება პირველი 4 თვის განმავლობაში ხდება.
🤔 რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?
🩸 არარეგულარული ციკლი და ორსულობა – თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, სავარაუდოდ დაორსულება მოგვიანებით მოხდება.
📎 არარეგულარული ციკლის პრობლემა იმაშია, რომ ქალი ზუსტად ვერ ითვლის ჩასახვისათვის ოპტიმალურ დღეებს, ვინაიდან ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება.
🤰 ასაკი და ორსულობა – ორსულობის დაეგმვის პირველ ციკლში დაფეხმძიმების შანსი 30 წლის შემდეგ მცირდება. თუ თქვენი ასაკი 19-დან 24 წლამდეა, თქვენი დაორსულების შანსი დაახლოებით 30%-ია;
📎 25-დან 33 წლამდე შანსი 18%-მდე ქვეითდებ, ხოლო 33-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა.
⭕️ 35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება.
📉 ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა.
👉 გაიგეთ მეტი დაორსულების შანსებზე – https://bit.ly/3XGEGRA
#ორსულობა #ფეხმძიმობა #დაორსულებისშანსები #დაორსულებისდრო #არარეგულარულიციკლი #მენსტრუალურიციკლი #ჩასახვა #ჩასახვისოპტიმალურიდღეები #ორსულობისასაკი #ორსულობისდაგეგმვა #სქესისდაგეგმვა #რეპროდუქტოლოგია #ანოვულატორულიმენსტრუალურიციკლი #საკვერცხეებისგამოფიტვა #ჰორმონალურიდარღვევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის