სწორი კვება ორსულობისას

სწორი კვება ორსულობისას – სწორ კვებას ორსულობის პერიოდში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობისათვის.
ყველა კალორია ერთნაირად სასარგებლო არაა. მაგალითად, კარტოფილის ჩიპსების 100 კალორია და ე. წ. ,,მუნდირში“ შემწვარი კარტოფილის 100 კალორია ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ამიტომ კალორიების დათვლისას პროდუქტები შეარჩიეთ მათი ხარისხის მიხედვით: თქვენი პატარა გაცილებით მეტ სარგებლობას მიიღებს 2 000 სასარგებლო კალორიით, ვიდრე 4 000 უსარგებლო კალორიით; სწორედ ესაა ორსულობის დროს სწორი კვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.


აქვე – შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ორსულებისთვის საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

 ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”
♥ ორსულთათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”


არ შეიძლება

გახსოვდეთ, როცა შიმშილობთ, ამ დროს შიმშილობს თქვენი პატარაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი რამ ორსულობის პერიოდში. ბავშვისთვის აუცილებელია რეგულარული კვება.
ასევე არ შეიძლება ორსულობისას მარხვის დაცვა, ეს ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. თუკი გულძმარვა და ნაწლავების შებერილობა მადას გიკარგავთ, საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და უფრო ხშირად.

ყოველდღიური მოთხოვნილება

ვებაზე თქვენი ყოველდღიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილეთ რაციონალურად და აუცილებელი კალორიების ფარგლებში.
მაგალითად, 300 მგ კალციუმის მისაღებად, უმჯობესია მიიღოთ 1 ჭიქა უცხიმო რძე (90 კალორია), ვიდრე ნაყინი (450 კალორია); ვინაიდან 1 გრ ცხიმი მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ნახშირწყლები ან ცილები; ეცადეთ მიიღოთ ნაკლებცხიმიანი ხორცი და რძის პროდუქტები, ასევე ნაცვლად შემწვარისა მიიღეთ აერღუმელში მომზადებული კერძები, თხლად კარაქწასმული ბუტერბროდი.

ნახშირწყლები

ზოგიერთი ქალი იმის შიშით, რომ წონაში არ მოიმატოს, საერთოდ აღარ ღებულობს ნახშირწყლებს.
ეს სრულიად არასწორია! არარაფინირებული და რთული ნახშირწყლები (დაუმუშავებელი ხორბლისგან მომზადებული პური, ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, ,,მუნდირში“ მოხარშული კარტოფილი და რა თქმა უნდა ახალი ხილი) შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ცილებსა და უჯრედისს, რომლებიც აუცილებელი და სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პატარასათვის.
რაც შეეხება შაქარს, ეცადეთ ორსულობის დროს მინიმუმამდე შეამციროთ მისი მიღება.
და ბოლოს, გახსოვდეთ, ყველაფერი, რაც თქვენთვის და თქვენი პატარასათვისაა საჭირო, უნდა მიიღოთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებით.


სწორი კვება ორსულობისას FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 სწორ კვებას ორსულობის პერიოდში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობისათვის.
❗️ გახსოვდეთ, როცა შიმშილობთ, ამ დროს შიმშილობს თქვენი პატარაც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთი რამ ორსულობის პერიოდში. ბავშვისთვის აუცილებელია რეგულარული კვება.
❌ ასევე არ შეიძლება ორსულობისას მარხვის დაცვა, ეს ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
⭕️ თუკი გულძმარვა და ნაწლავების შებერილობა მადას გიკარგავთ, საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და უფრო ხშირად.
📌 კვებაზე თქვენი ყოველდღიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილეთ რაციონალურად და აუცილებელი კალორიების ფარგლებში:
🥛 მაგალითად, 300 მგ კალციუმის მისაღებად, უმჯობესია მიიღოთ 1 ჭიქა უცხიმო რძე (90 კალორია), ვიდრე ნაყინი (450 კალორია)
🍗 ეცადეთ მიიღოთ ნაკლებცხიმიანი ხორცი და რძის პროდუქტები, ასევე ნაცვლად შემწვარისა მიიღეთ აერღუმელში მომზადებული კერძები, თხლად კარაქწასმული ბუტერბროდი
👉 გაეცანით სტატიას და გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3ic05Tb#სწორიკვება #სწორიკვებაორსულობისას #ორსულთაკვება #ორსულობადაკვება #კალორიულიკვება #პირველიტრიმესტრი #მეორეტრიმესტრი #მესამეტრიმესტრი #ჯანსაღიკვება #როგორვიკვებოთჯანსაღად #ნახშირწყლები #ცილები #ცხიმები #კალციუმი #რძე #რძისპროდუქტები #ხორცი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 

აღებულია waiting4baby.ru/pitanie/pravilnoe-pitanie/;
გადასვლა >> ორსულობა და მშობიარობა


Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish