ბავშვი 8 თვის ასაკში

ბავშვი 8 თვის ასაკში

თქვენი პატარა სულ უფრო ცნობისმოყვარე ხდება – სურს თვითონ შეიცნოს ყველაფერი, დამოუკიდებლად გამოიკვლიოს გარემო, თუმცა ხვდება, რომ საკუთარმა მოქმედებებმა შესაძლოა თავად მას ავნოს. იგი უზრუნველად მოგზაურობს ოთახებში და ცოცავს ყველგან, ათვალიერებს ირგვლივ ყველაფერს. ამ პერიოდში ბავშვს გადაადგილების საკუთარი ტექნიკა სრულყოფილად აქვს გამომუშავებული და საკმაოდ თავისუფლად გძნობს თავს. ცოცვის პროცესში მას კარგად განუვითარდა კუნთები და ამიტომაც ცდილობს ფეხზე დადგეს. როგორც კი ის ამას შეძლებს, მაშინვე შეეცდება იმის გარკვევას, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობაში.

ამ პერიოდში სამზარეულო ბავშვისთვის ყველაზე საინეტერესო ადგილია. გაითვალისწინეთ, რას შეიძლება მისწვდეს თქვენი პატარა და კარგად ჩაკეტეთ კარადები. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ სანაგვიდან ყველაფრის გადმოყრა და ოთახში მობნევა, ამიტომ მოაცილეთ სანაგვე, ისე რომ ბავშვი ვერ ხედავდეს მას. ყოველთვის გააფრთხილეთ, როდის აღებთ და კეტავთ კარს – ბავშვებს უყვართ კარებს უკან დამალვა.

ბავშვი უკვე კარგად ხმარობს თითებს და წვრილ საგნებსაც იოლად იღებს საჩვენებელი თითისა და ცერის დახმარებით. შეუძლია მიგანიშნოთ რა სურს მას და თვალი გააყოლოს იქით, სადაც მიუთითებთ. მისი მხედველობა და დაკვირვებულობა უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ ადვილად ამჩნევს ახალ საგანს ოთახში.

ამ ასაკში ბავშვს მადა ძალზე ცვალებადი აქვს. კბილების ამოჭრისას კი მადას კარგავს და აღარ ჭამს. ამიტომ გაითვალისწინეთ ბავშვის სურვილები და ნუ აჭმევთ ძალდატანებით.
ამ ასაკის აქტიური ბავშვების ძილის ხანგრძლივობა შემოკლებულია. მაგრამ თუ ბავშვი დაღლილია, ძილი უფრო ხანგრძლივი აქვს. თუ ბავშვი ზედმეტად აღიგზნო, ღამით ცუდად დაეძინება, ამიტომ ასეთ დროს შეეცადეთ მოეფეროთ, დაამშვიდოთ, დაარწიოთ.
ეცადეთ ელაპარაკოთ, მაშინაც კი თუ ეს მონოლოგია და შეამჩნევთ, რომ ბავშვი იმეორებს თქვენი ტუჩების მოძრაობას.

8 თვის  ბავშვის ფიზიკური განვითარება

 – ავითარებს ხელების თითებს;
– შეუძლია ითამაშოს სათამაშოებით და ერთდროულად თვალყური ადევნოს სხვა საგნებსაც;
– გიჩვენებთ საგნებს და აყოლებს მზერას იქით, სადაც უფროსები მიუთითებენ;
– ცოცავს სათამაშოთი ხელში;
– დგება ფეხზე, რამე საყრდენზე ხელის მოკიდებით;
– დგამს ერთ ფეხს მეორეს წინ;
– შეუძლია ტაშის დაკვრა;
– ყველაფერს უსინჯავს გემოს.

8 თვის  ბავშვის სოციალური განვითარება

 – ხელს კრავს მისთვის უინტერესო საგანს;
– მიკედლებულია მშობლებზე და არ უყვარს უცხო ადამიანები;
– ეფერება და კოცის საკუთარ ანარეკლს სარკეში;
– არ უყვარს, როცა რაიმეთი ზღუდავენ.

8 თვის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

 – ახსოვს განვლილი მოვლენები;
– სწავლობს მისგან დაშორებულ საგნებს, როგორც სამგანზომილებიან რეალობას;
– აკავშირებს მისთვის ნაცნობ ქცევის ტიპებს ახალ მოქმედებებში;
– გაცნობიერებულად ამბობს ,,დედას“ და მამას’.

 აღებულია – http://www.kid.ru/

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..