გადასვლა გასახდომი საშუალებების მთავარ გვერდზე
ფიგურონატი (გრანული) Figuronat
შემადგენლობა: სინამაქის ფოთოლი, სიმინდის ულვაში, პიტნის ფოთოლი, თავშავას ბალახი, ასკილის ნაყოფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წონის საკორექციო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ საფაღარათო, შარდმდენი, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავეების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს. პრეპარატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას.
ჩვენება: გამოიყენება სიმსუქნის, ყაბზობის, სწორი ნაწლავის ატონიის დროს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
მომზადების წესი: 2 დოზატორ ან 1 ჩაის კოვზ გრანულებს ათავსებენ ჭიქაში, ამატებენ 120-150 მლ ადუღებულ წყალს, აყოვნებენ 1-2 წუთი,ურევენ გრანულების გახსნამდე. ნაყენს აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე, რის შემდეგ შესაძლებელია მისი მიღება. დარჩენილი ნალექის გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია ნაყენის დატკბობა.
მიღების წესი: ნაყენი მიიღება თბილი სახით, დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 30-40 დღეს
გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით.
…
…
Viewed 3004 times by 1601 viewers


