ბავშვი 9 თვის ასაკში

ბავშვი 9 თვის ასაკში

ამ ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდება. ზოგიერთები კი სიარულსაც იწყებენ რაიმე საყრდენზე ხელის მოკიდებით. როგორც წესი, პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იწყება დივანის ან ჟურნალების მაგიდის სიახლოვეს. პატარას მზარდი ცნობისმოყვარეობა და მუდმივი მოძრაობა მშობელს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს მის უსაფრთხოებაზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოცვა – რაიმეზე აცოცებას ახერხებენ, თუმცა იქიდან ჩამოსვლა უძნელდებათ სხვის დაუხმარებლად.

თქვენი პატარა უკვე ხვდება საგნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მას შეუძლია პატარა საგანი დაადოს უფრო დიდს და ააწყოს კოშკი. იგი აცნობიერებს, რომ საგნები და ადამიანები ცალკ-ცალკე არსებობენ, ხვდება რომ როდესაც ოთახიდან გადიხართ, თქვენ კი არ ქრებით, უბრალოდ ის თქვენ ვერ გხედავთ. ბავშვს მართალია მას მოსწონს დამოუკიდებლობა, თუმცა სურს რომ მუდმივად მასთან იყოთ.
ამგვარი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ იგი თავს ანებებს ძუძუთი კვებას. თუმცა ძუძუდან მოწყვეტამდე, აუცილებელია პედიატთან კონსულტაცია.

ამ ასაკში ბავშვი ხშირად იმეორებს გარკვეულ ბგერებს, ანუ ის უკვე ცდილობს ლაპარაკის დაწყებას. შესაძლებელია 2 ან 3 თვეში მან წარმოთქვას თავისი პირველი სიტყვები; ზოგჯერ კი ეს პერიოდდი გრძელდება 18 თვემდე და 2 წლამდეც კი. ეცადეთ ხშირად ელაპარაკოთ, გაუმეორეთ საგნების სახელწოდებები.

9 თვის   ბავშვის ფიზიკური განვითარება

 – უკავს ტაშს და აკაკუნებს საგნებით;
– შეუძლია ორის საგნის ერთდროულად აღება და თამაში;
– პატარა საგნებს იღებს თითებით, დიდებს კი – ხელებით;
– ფეხზე დგება რაიმე საყდენთან;
– ცოცვის დროს შეუძლია უკან შემობრუნება;
– ცოცდება ზემოთ.

9 თვის  ბავშვის სოციალური განვითარება

 – უყვარს მშობლებთან სახლოვეს თამაში;
– გაცნობიერებულად ირჩევს და იღებს სათამაშოს;
– რეაგირებს სხვა ბავშვების ქცევაზე, შეიძლება იტიროს, როცა სხვა ბავშვები ტირიან;
– შეუძლის ისწავლოს საკუთარი თავისა და სათამაშოების დაცვა;
– ხვდება ადამიანების ხასიათს;
– დამოუკიდებლად იწყებს თამაშს;
– იმეორებს მოქმედებებს, როცა მას აქებენ.

9 თვის   ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

 – პოულობს მის თავლწინ დამალულ სათამაშოს;
– ბეზრდება ერთი და იგივე თამაში;
– შეუძლია გაიხსენოს რას თამაშობდა წინა დღეს;
– ასრულებს მარტივ თხოვნებს;
– აცნობიერებს რა არის ვერტიკალური სივრცე და ეშინია სიმაღლის.

 აღებულია – http://www.kid.ru/

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..