ფინანსური პროგნოზები ბიზნეს-გეგმაში

ლევან  შენგელია . ბიზნეს გეგმების შედგენა . თბილისი 2010 .
გადასვლა ნაშრომის “ლევან  შენგელია . ბიზნესგეგმების შედგენასათაო გვერდზე

ფინანსური პროგნოზები

ბიზნეს-გეგმის მთავარი ნაწილი უნდა შეიცავდეს ფინანსური პროგნოზების საკვანძო ასპექტების მოკლე აღწერას, მათი დეტალური გადმოცემა კი უნდა მოხდეს დანართში. ფინასსურ პროგნოზებში  უნდა ასახოთ მოთხოვნილება კაპიტალზე, საწარმოს მოგებაზე გასვლის ვადები და გაყიდვებისა და მოგების ზრდის ტემპები.
ფინანსური პროგნოზების დანართში საჭიროა დეტალურად აისახოს საბალანსო ანგარიში, ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზი 3-5 წლიან პერსპექტივაში (პირველი წლის განმავლობაში ყოველთვიური, მომდევნო წლებში კი ყოველკვარტალური განაწილებით).
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფინანსური გათვლები გამყარებული იყოს ბაზრის კვლევის მონაცემებით და მასზე დამყარებული რეალისტური პროგნოზებით.
თუ თქვენ არა გაქვთ ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის ჩვევები, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.

<<< წინა გვერდი  მომდევნო გვერდი >>>