ასოს შეყვანა

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები

სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ მიანიჭონ ერთმანეთს მეტი სექსუალური სიამოვნება, თუ ისინი დასვენებულნი არიან და თავს კარგად გრძნობენ. ეს განსაკუთრებით ეხებათ ქალებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქალისაგან სქესობრივი აქტის გაგრძელების ძალდატანებით მოთხოვნა. ზემონათქვამი წარმოადგენს სექსის სამყაროში შესვლის ერთგვარ წინაპირობას.

პირველი ღამე

ნამდვილად შეყვარებული ქმარი საქმის აბსოლუტური ცოდნით და თავისი განცდების კონტროლით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქორწინების პირველ ღამეს გაათავისუფლოს ქალი შინაგანი ნერვიული დაძაბულობისაგან და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრებს. თუკი შემდგომი სქესობრივი აქტის განმეორებისას სისხლდენა კიდევ გაგრძელდება, მამაკაცმა უნდა შეიკავოს თავი, სანამ იგი ბოლომდე არ შეწყდება. ჩვეულებრივი ინტუიციაც გვკარნახობს, რომ სისხლდენის დროს შესაძლებელია ძლიერი გაღიზიანების წარმოშობა. საეჭვოა, რომელიმე მამაკაცი ითმენდეს ღია ჭრილობას საკუთარ სხეულზე, ამიტომ იგი უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ მეუღლეს.
სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ სქესობრივი კავშირის დამყარებისას მამაკაცმა სასქესო ორგანო საშოში ფრთხილად უნდა შეიყვანოს. მან არ უნდა სცადოს სასქესო ასოს საშოში ბოლომდე შეყვანა, სანამ საშოს სიღრმე და სიგანე არ იქნება დადგენილი. ქალის სასქესო ორგანო იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოსალოდნელია მამაკაცის სასქესო ასოზე საშოს მკვრივად შემოჭდობა, დადგენილია ქალის საშოს სხვადასხვა სიგანე და სიგრძე. მამაკაცმა შეიძლება ეს გაზომვები საკუთარი თითით აწარმოოს. წმინდა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ქალები სხვადასხვანაირად შეიგრძნობენ სქესობრივი კავშირისაგან სიამოვნებას.

გამოკითხვა ქალებისათვის. რამდენად ფაქიზად გექცეოდათ პარტნიორი პირველ ღამეს?

შედეგები

Loading ... Loading ...

დავუბრუნდეთ სასქესო ასოს შეყვანის საკითხს. საჭიროა მამაკაცმა სასქესო ასო საშოდან გამოიღოს ქალის ტანჯვის გამომხატველ პირველივე ნიშანზე და შემდეგ გაიმეოროს ეს პროცედურა რამოდენიმეჯერ, სანამ თავისუფლად არ შეიყვანს სასქესო ასოს საშოში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასქესო ასოს ნაწილობრივი შეყვანა მოხდება უმტკივნეულოდ, შეიძლება შეყვანის სიღრმე გაიზარდოს თანდათანობით, რამდენადაც საშოს კედლები ამის საშუალებას იძლევა. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ სასქესო ასოს შეყვანა ქალში არ იწვევს მტკივნეულ შეგრძნებას, შეიძლება შეუდგეთ ნამდვილ სქესობრივ აქტს. ეს აქტი მოსალოდნელია არ დასრულდეს ქორწინების პირველ ღამეს და ამ საკითხს შევეხებით შემდეგ თავებში.

დადგენილია, რომ საშოს სიღრმე სრულიად საკმარისია და მაინც ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანშეწონილია სასქესო ასო შეყვანილ იქნას ნახევრად, ან მთელი სიგრძის სამი მეოთხედით, რადგან ქალთა უმრავლესობისათვის ბავშვის დაბადებამდე და ბევრისათვის მის შემდეგაც მამაკაცის სასქესო ასოს საშოში მთლიანად შეყვანა ერექციის (ერექცია – მამაკაცის სასქესო ასოს გაბერვა და გამაგრება სქესობრივი აღგზნების დროს, სისხლის გაძლიერებული მიწოლის შედეგად) მდგომარეობაში შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ ის ჩვეულებრივ სიდიდეზე მეტია. ნორმალური სასქესო ასო ერექციის მდგომარეობაში ჩვეულებრივ აღწევს ხუთიდან შვიდ დუიმამდე (დუიმი სიგრძის საზომი. უდრის 2,45 სმ-ს). არ არის მიზანშეწონილი მკვეთრი დარტყმები მოვახდინოთ საშოსა და საშვილოსნოს ყელის კედლებზე სასქესო ასოს შეყვანის დროს, რადგან საბოლოო ანგარიშით ეს იწვევს ტკივილს, განაწყენებას და ცოლის მხრიდან სქესობრივი აქტისადმი ზიზღის წარმოშობას. როგორც წესი, ბავშვის დაბადების შემდეგ საბოლოოდ ყალიბდება ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების ზომები.

მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირველ სქესობრივ კავშირს ცოლისათვის ვნება არ მიუყენებია. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მან სქესობრივი ურთიერთობისას ტკივილი განიცადა. ქმარმა უნდა გაანდოს ცოლს ფიზიოლოგიური საიდუმლოებები და მაშინ მას არასდროს გაუჩნდება ზიზღი სექსუალური ცხოვრების მიმართ, რაც იმ შეცდომების შედეგია, რომლებიც თაფლობის თვეში ხდება. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ქალი ქორწინების პირველ ღამეს არასასიამოვნოდ მიიჩნევს, რადგან, ჩვეულებრივ, მამაკაცები სქესობრივი აღგზნების მომენტში კარგავენ საკუთარი შინაგანი იმპულსის კონტროლს. გაშმაგებულნი მეუღლის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან. ასეთ დროს ქალი თითქმის უძლურია. იგი იძულებულია დაემორჩილოს მამაკაცს იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ამგვარი შეტევებისაგან გათავისუფლდება და ქმარი ბოლოს და ბოლოს თავს ხელში აიყვანს. თუმცა ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში ქალმა მტკიცედ უნდა მოთხოვოს ქმარს გრძნობათა მოთოკვა, რათა არ გახდეს მისი თავშეუკავებელი სურვილების მსხვერპლი და უნდა ჩააგონოს ქმარს, რომ მისი ემოციები არ წარმოადგენს ძალადობის გამართლებას. ცოლმა უნდა გააფრთხილოს ქმარი, რომ თუ იგი ვერ გააკონტროლებს საკუთარ ქცევას, მაშინ უარყოფითად განეწყობა მისადმი.

ამგვარი ტიპის მამაკაცები ბუნებით უხეშები არიან და სჯერათ საკუთარი ფიზიკური უპირატესობისა. თუ ქალი ერთხელ დაემორჩილება მის უხეშ სურვილებს და გულგრილ დამოკიდებულებას, მაშინ ამ მომენტიდან იქცევა ქმრის სქესობრივი აპარატის ნაწილად, რომელიც მთლიანად ემორჩილება უხეშ გადახრებს.

თუ ქალი სიტუაციას სწრაფად და ზუსტად არ შეაფასებს, მაშინ მისი მომავალი ამგვარ ქმართან იოლი წარმოსადგენია. ეს პრობლემა სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი და პრაქტიკაში გატარებული. ქორწინების პირველი ღამე ჭეშმარიტად სქესობრივი აქტით სრული ურთიერთტკბობის გამოხატულებად უნდა იქნეს მიჩნეული. რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” 


ასოს შეყვანაweb
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“