ფრიგიდულობა

ფრიგიდულობა (ფრიგიდულობა – ქალის სქესობრივი გულგრილობა) და ნიმფომანია (ნიმფომანია – საშვილოსნოს სიშმაგე – ქალის ავადმყოფური სქესობრივი მოთხოვნილება) სქესობრივი ნორმალურობის ორი უკიდურესობაა და ამ საზღვრებს შორის ქალთა სქესობრივი მოქმედება შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს. ეს და სხვა მომდევნო ხუთი თავი ყველაზე მნიშვნელოვანია აქ, რადგან მათი გაცნობა ქალს შესაძლებლობას აძლევს საკუთარ სქესობრივ უნარს ჩაუფიქრდეს. გაიცნობიეროს სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის მიზეზი.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ამ დელიკატური პრობლემის ზუსტი გადაწყვეტა, თუ იგი წარსულშივე არ იყო რეგულირებული, შეუძლებელია. ამიტომაც ვერც ერთი მამაკაცი საკუთარი შეზღუდული გამოცდილებით ან უყურადღებობით ვერ განსაზღვრავს ერთი ქალის განსაკუთრებულ სხვაობას მეორისაგან.

ასევე ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც შესაბამისი იქნება მეუღლის ბუნებასა და ემოციებთან. ქალის ტემპერამენტის დადგენისათვის მნიშვნელობა არა აქვს მამაკაცის ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირებს მრავალ ქალთან ან ერთთან განმეორებით კონტაქტებს. ხდება ხოლმე, რომ ამგვარი მამაკაცი, რომელსაც ჰქონია ურთიერთობა ძლიერ ვნებიან ქალებთან, თავისი ცოლის თავშეკავებულ და მორიდებულ ქცევას სიცივესა და გულგრილობას მიაწერს. ასეთი ქალები კი შეიძლება ვნებიანებიცა და და ადვილად აღგზნებადებიც იყვნენ. ცუდია თუ ქმარი ამ საკითხში გაუთვითცნობიერებელია და ყველა ქალზე თავისი შეზღუდული გამოცდილებიდან მსჯელობს, ამის გამო იგი უკმაყოფილოა თავისი ცოლ-ქმრული ცხოვრებით.
ბუნებრივია, ცოლისათვის ასეთ სქესობრივ ცხოვრებას უსიამოვნების მეტი არაფერი მოაქვს, ამის შედეგია სქესობრივი შეუსაბამობა, რაც ბადებს ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში სხვა უკმაყოფილებებს, ან სხვაგან ტკბობის სურვილს. ყოველივე ამას მივყავართ ოჯახურ განხეთქილებამდე.

რამდენადაც შეუძლებელია წინა საქორწინო სრული გამოცდილების შეძენა, ისმება კითხვა: რა ვქნათ? როგორ შეძლოს წყვილმა, ან მათ ვინც აპირებს ქორწინებას, დაეუფლონ საჭირო პრაქტიკას და ეს პრობლემა გადაწყვიტონ წინა საქორწინო ექსპერიმენტის გარეშე?

სქესობრივად ნორმალურ ქალს, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საკუთარ ვნებათა სიღრმეს, შეუძლია მიიღოს სრული კმაყოფილება სქესობრივი შეერთების დროს. ის არ მოითხოვს ქმრისაგან სქესობრივი აქტის განმეორებას. მას აქვს ხშირი სიახლოვისადმი ლტოლვა სქესობრივ კავშირებს შორის დროის ნორმალური ინტერვალის გავლის გარეშე და არ ითხოვს დაკმაყოფილებისათვის ხანგრძლივ სქესობრივ აქტს. მაგრამ გვხვდება ანომალიური ქალთა ტიპები, რომლებსაც უზომოდ უყვართ ტკბობა და ხდება, რომ მოითხოვენ სქესობრივ თანაცხოვრებას სამჯერ, ოთხჯერ და ხუთჯერაც დღეში. ისინი მზად არიან ამისათვის ნებისმიერ დროს და განიცდიან ყოველი შეერთებისას ინტენსიურ ორგაზმს.

 ჩვენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ გვყავს მეძავები, რომლებიც ვერ აღწევენ ორგაზმს ყოველ შემხვედრ მამაკაცთან, თუმცა მათ შორისაც არიან ნიმფომანები, რომლებიც ამ პროფესიას ფულისათვის როდი მისდევენ, ბევრი მათგანი შეძლებული ოჯახისშვილია და მხოლოდ სქესობრივი დაკმაყოფილების მოთხოვნილება ამოძრავებს. არსებობენ აგრეთვე განსაკუთრებით ძლიერი ვნებათაღელვის ქალებიც, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ნორმალურად დაიკმაყოფილონ სქესობრივი მოთხოვნილება, მაგრამ ისეთი უკონტროლო აღგზნება ეუფლებათ, რომ მზად არიან ქუჩაში პირველივე შემხვედრ მამაკაცს დაუკავშირდნენ. ამ შემთხვევაში ანომალური გადახრის მქონე ქალთან გვაქვს საქმე, რომელიც ყველას ეგუება სქესობრივ ურთიერთობაში და ყოველთვის მზად არის ამგვარი მოქმედებისათვის.

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


.
.