სექსის სიხშირე

აუცილებელია ზემოთქმულს რამდენიმე სიტყვა დავამატოთ, რათა შეცდომით არ იქნეს გაგებული. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სქესობრივი სიახლოვის განმეორებითი სურვილი სქესობრივი ანომალიების ერთ-ერთი ვარიანტია. ეს ასე არ არის. თაფლობის თვეში სქესობრივი თანაცხოვრების განმეორებანი უფრო ბუნებრივია, ვიდრე საწინააღმდეგო ქცევა. წყვილს შეუძლია ერთმანეთით დატკბეს ძილის წინ, დილით, ადგომის წინ და ერთხელ ან ორჯერ დღის განმავლობაში.

მაღალი სიხშირის ალერსი თანდათან კარგავს ინტენსიურობას და ამას გარკვეულად აჩქარებს სხვადასხვა ცხოვრებისეული ვითარება. მაგალითად, “ბრყინვალე კვირეებს”, როგორც გერმანელები თაფლობის თვეს უწოდებენ, ხელს უშლის ქმრის სამსახურეობრივი მოვალეობანი. ხშირად ის მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფება.
დილით ჩქარობს, სამსახურში რომ არ დააგვიანოს, ამიტომ წყვილს ინტიმური სიახლოვისათვის მხოლოდ საღამოები რჩება. ბოლოს და ბოლოს სქესობრივი ურთიერთობის აქტების რაოდენობა ცოლ-ქმარს შორის მცირდება. ასე დგება სქესობრივი ურთიერთობის გრაფიკი.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


არსებობს პერიოდები, როცა სხვადასხვა ფაქტორების წყალობით ქალსა და კაცს უჩნდებათ სურვილი სქესობრივი აქტის განმეორებისა, მაგრამ ასეთი ერთეული შემთხვევები იშვიათია და მათ არანორმალურ სქესობრივ ურთიერთობად ვერ ჩავთვლით. ამ შემთხვევაშიც კი სქესობრივი კავშირის განმეორებისათვის საჭიროა სულ მცირე თხუთმეტწუთიანი შესვენება.

აღსანიშნავია, რომ ხშირად ქალი სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე ყურადღებას არ აქცევს კაცის რეაქციას და ორგაზმის შემდეგ ეუბნება ქმარს: “მე ძლიერ მსურხარ შენ, ისე როგორც არასდროს და ამწუთსვე”. ეს ისე კი არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ქალს სურს სქესობრივი კავშირის სწრაფად განმეორება, მაშინაც კი თუ ქმარს შეუძლია ეს, არამედ ეს სიტყვები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქალი არ არის დაკმაყოფილებული და მოითხოვს მომავალში სრულ სქესობრივ ტკბობას. მისთვის ეს აქტის განმეორება კი არ იქნება, არამედ გაგრძელება სქესობრივი კავშირისა, რომლის მიმდინარეობამაც მას იმედი გაუცრუა. ამრიგად, ზემოთქმულის საფუძველზე ნათელი უნდა იყოს, რომ ნორმალური სქესობრივი ურთიერთობა იძლევა დიდ სიტკბოებას და ეს მრავალი ქალის ხვედრია.

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


.