სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” >>> ეროგენული ზონები

ძნელად აღგზნებადი ქალი

4სურვილის სწრაფი გამომჟღავნება წარმოადგენს ქალის ადვილად აღგზნებადობისა და დიდი ემოციების ნიშანს, რომლის დაკმაყოფილებისთვისაც საჭიროა ხანგრძლივი დრო, თუმცა ზოგიერთ ქალს შეუძლია გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს ყურებზე ალერსს. ვნებათაღელვის ზრდასთან ერთად ქალის მთელი სხეული იწყებს თრთოლვას, რომლის შედეგადაც მას სურვილი უჩნდება მგრძნობიარე კოცნით შეერწყმას პარტნიორს.

ამ დროს ქალი სწრაფად აბრუნებს სახეს პარტნიორისაკენ. ასეთი ქალები შეიძლება ძნელად აღსაგზნებ ქალთა ტიპს მივაკუთვნოთ, თუმცა ისინი სხვა ქალებზე ნაკლებად მგრძნობიარენი როდი არიან. მათი სურვილები ისე სწრაფად ვერ მჟღავნდება, როგორც სხვა ტიპის ქალებისა. ზემოაღნიშნული ბუნების ქალები ყოველთვის არ პასუხობენ 2ყურების ალერსს, ამგვარი ალერსისაგან აღგზნებას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს. ამ დროს პარტნიორის სუნთქვისაგან გამოყოფილი სითბო იჭრება ყურის სიღრმეში და აძლიერებს მგრძნობელობას, მაგრამ გვხვდება შემთხვევები, როცა ამ სახის ალერსი ვერ აღწევს მიზანს, თუმცა ქალი არ ეწინააღმდეგებოდა მოფერებას. საჭიროა მამაკაცმა ეს იცოდეს, რადგან ბევრი მათგანი ამგვარ მოქმედებაზე სწრაფ რეაქციას ელოდება. მაგალითად, მამაკაცი იწყებს სასიყვარულო თამაშს ქალის ყურებთან, მაგრამ რადგან პარტნიორი არ რეაგირებს, მამაკაცი ქალის სხეულის სხვა ნაწილებს მიმართავს. ეს არის სწორი, რადგან ამ სახის მოფერება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამიტომ ამგვარ სასიყვარულო თამაშს თავი არ უნდა ავარიდოთ.

მიგაჩნიათ თუ არა თქვენი პარტნიორი ძნელად აღგზნებად ქალად? (უპასუხონ მხოლოდ კაცებმა)

View Results

Loading ... Loading ...

ასევე ძლიერ რეაგირებს ალერსზე კისრის არე. განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილებია: მხრიდან ყურის ძირებამდე ადგილი და ყელის შუა ნაწილი. ყელი 25და მისი არე იმდენად მგრძნობიარე არ არის, როგორც ყურის ქვემოთ არსებული კისრის მხარე. მხარს აქვს მგრძნობიარე ზონები, რომლებსაც თავად პარტნიორმა უნდა მიაგნოს, რადგან მთელი მხარი არ წარმოადგენს მგრძნობიარე ზონას. ცნობილია, რომ ტუჩები და ენა ყოველთვის აძლიერებენ ვნებას, ისევე როგორც სავნებო და საშო, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა ნაწილები აქტიურად არ რეაგირებენ ალერსზე.

მიგაჩნიათ თუ არა თქვენი თავი ძნელადაღგზნებად ქალად? (უპასუხონ მხოლოდ ქალებმა)

View Results

Loading ... Loading ...

____________________________
gadasvla_stritze

___________________________________________

 ….

Viewed 10735 times by 7544 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka