სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” >>> ეროგენული ზონები

კლიტორი

44ბევრს ამ მნიშვნელოვანი ორგანოს არსებობაზე წარმოდგენა არა აქვს. საქმე იმაშია, რომ კაცების უმრავლესობა ქალის სასქესო ორგანოებისაკენ ილტვის მანამდე, სანამ წინა სასიყვარულო თამაშით კლიტორი ერექციის მდგომარეობაში მოვიდოდეს. ამიტომაცაა, რომ იგი არც შეიგრძნობა და არც ჩანს. იმ შემთხვევაშიც, როცა კლიტორი მნიშვნელოვნად გამოდის ზედაპირზე, ის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ერექციის მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი, რადგან კაცების უმრავლესობა მთელ ყურადღებას საშოში შემავალ ადგილზე ამახვილებენ. ამასთან ერთად, მიუხედავად მაღალი მგრძნობელობისა, კლიტორი მუდმივად მოითხოვს თუნდაც მცირე დროით რბილ მასაჟებს. არა მარტო ერექციისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ ქალში მაღალი ხარისხის აღგზნება განვითარდეს.
ხშირად მამაკაცმა იცის კლიტორის ზუსტი მდებარეობა და თვისებები, ცდილობს კიდეც მის გაღიზიანებას, მაგრამ საპასუხო რეაქციას ვერ ხვდება. ასეთ შემთხვევაში ვიგულისხმოთ, რომ ქალს ამ ადგილის მგრძნობელობა არ 8აქვს და ეს ორგანო ეროგენული ზონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. საჭიროა ითქვას, რომ ქალების ორმოც პროცენტზე მეტი მხოლოდ კლიტორის გაღიზიანებისას განიცდის სიამოვნებას და ისინი დაბალი ვნებათაღელვის მქონე ტიპის ქალებს მიეკუთვნებიან, რადგან საშოს მთელი არე მათ უგრძნობელი აქვთ. ასეთი ტიპის ქალებს დასაწყისში სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უჩნდებათ და არ განიცდიან ორგაზმს, რაც შემდეგში იწვევს ორგაზმის უნარის სრულ გაქრობას.

იცით თუ არა კლიტორის მდებარეობა და მისი თვისებები? (უპასუხონ მამაკაცებმა)

View Results

Loading ... Loading ...

მესამე ტიპის ქალებს მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებული საშუალო მგრძნობელობის ქალები. ამ ტიპის ქალების ეროგენული ზონა, გარდა კლიტორისა, სქესობრივი ორგანოს მთელი ზედაპირული ნაწილის ზოლიცაა. ასეთი ტიპის ქალებს ორგაზმი ეწყებათ დამოუკიდებლად იმისა, სასქესო ორგანოზე კონტაქტი ხდება თითით, თუ მამაკაცის სასქესო ასოთი. თანაც 234ორგაზმი იწყება საკმაოდ სწრაფად, სხეულის გახშირებული მოძრაობით. ეს გახშირებული მოძრაობანი უფრო ძლიერდება მამაკაცის სასქესო ორგანოს კლიტორზე დაწოლისა და საშოში შესვლისას. სქესობრივი კავშირის დროს ამგვარი ქალებისათვის სასურველია მამაკაცის სასქესო ასო შესაძლებლობისამებრ იცვლიდეს მოძრაობის კუთხეს, რათა კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი იქონიოს კლიტორთან და საშოს კედლებთან. მამაკაცმა კონტროლი უნდა გაუწიოს საკუთარ მოქმედებას ორგაზმის სწრაფი დადგომის შეფერხებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი მიაღწევს ვნებათაღელვის კულმინაციურ წერტილს და ორივე პარტნიორი ერთდროულად განიცდის ორგაზმს. მამაკაცის ორგაზმი თუნდაც ნაადრევად მოხდეს, ვიდრე ქალისა, შემდგომაც სხეულისა და სასქესო ასოს შეთანხმებული მოძრაობით მამაკაცს შეუძლია ქალში ორგაზმი.

gadasvla_stritze

ზემოთ აღნიშნული ტემპერამენტის ქალები ჩვეულებრივ ამჯობინებენ მტკიცე ხასიათის მამაკაცებს, ძლიერი და საშუალო ზომის სასქესო ასოთი. ასეთი ტიპის კაცები ქალის სქესობრივ მოთხოვნილებებს კლიტორის გაღიზიანების გარეშეც აკმაყოფილებენ.

აკმაყოფილებთ თუ არა ცოლის სქესობრვი მოთხოვნილებებს კლიტორის გაღიზიანების გარეშე?

View Results

Loading ... Loading ...

საერთოდ ამ ტიპის ქალებს შეუძლიათ მოხერხებული ალერსით რამდენჯერმე განიცადონ ორგაზმი. 34თუმცა აღნიშნული კაცების ტიპი ქალის ტკბობაზე ნაკლებად ფიქრობენ. მიუხედავად ამისა ქალები მაინც ისწრაფვიან ასეთი მამაკაცებისაკენ. მათ მოსწონთ ფართო მკერდიანი და ძლიერი ხელების მქონე კაცები. ქალები ძლიერ, დაკუნთულ მამაკაცებს ღირსეულ პარტნიორებად მიიჩნევენ. რიგ შემთხვევაში კი სწორედ ასეთი პარტნიორი ქალში სქესობრივი აქტისადმი უარყოფით განწყობილებას იწვევს.
ქალთა უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნებიან ე. წ. მაღალი ვნებათაღელვის მქონე ქალები. ამ ქალებს ნერვული სისტემის ისეთი აგებულება აქვთ, რომ ისინი სექსუალურ გაღიზიანებაზე სწრაფად და ინტენსიურად რეაგირებენ, ვიდრე ჩვეულებრივი მონაცემების ქალები. ამ ქალებს, კლიტორის მაღალი მგრძნობელობის გარდა, ახასიათებთ საშოს პატარა ბაგეების, საშოში შესასვლელის, საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს შესასვლელის ძლიერი აღგზნებადობა. ჩამოთვლილი ორგანოებიდან ნებისმიერზე ხელით ან მამაკაცის სასქესო ასოთი ზემოქმედება ქალს ძლიერ აღაგზნებს და კლიტორზე შეხებისა, თუ ხახუნის გარეშეც კი იწვევს ორგაზმს. უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის ქალების დაკმაყოფილება ადვილი საქმეა, მაგრამ აქაც წამოიჭრება გარკვეული პრობლემა. ამ ტიპის ქალებში ორგაზმის განცდის პროცესი ხანგრძლივია და ამიტომ მათი დაკმაყოფილებისათვის დიდი დროა საჭირო და თუ ქმარს საამისო ნებისყოფა და თავშეკავება ღალატობს, მაშინ ასეთი ქალი დაიტანჯება.
ამრიგად, განვიხილეთ ქალის ყველა ეროგენული ზონა, მათი აღგზნებადობის სხვადასხვა ხარისხი და საშუალება

განიცდით თუ არა ორგაზმს კლიტორის გაღიზიანების გარეშე?

View Results

Loading ... Loading ...

_______________________

gadasvla_stritze

___________________________________________

 ….

Viewed 28566 times by 14862 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka