გადასვლა საიტის – ,,დიეტები” – მთავარ გვერდზე
ჩვენებები:
- მწვავე ინფექციური დაავადებები
ზოგადი დახასიათება:
- დიეტა ცხიმებისა და ნახშირწყლების დაბალი შემცველობითა და ვიტამინების მაღალი შემცველობით.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
- ცილები – 75 – 80 გრამი (60 – 70% ცხოველური წარმოშობის);
- ცხიმები – 60 – 70 გრამი;
- ნახშირწყლები – 300 – 350 გრამი;
- ენერგოღირებულება – 2200 – 2300 კალორია.
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
ხორბლის გამომშრალი პური;
ხორცისა და თევზის უცხიმო ბულიონები, ბოსტნეულისა და ბურღულეულის სუპები;
საქონლის, თევზის, ქათმის მჭლე ხორცი;
რძემჟავა სასმელები, ხაჭო;
გახეხილი ბრინჯის, მანისა და წიწიბურას ფაფები;
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწიფე პომიდორი;
მწიფე ხილი და კენკრა, ასკილის ნახარში; შაქარი, თაფლი, მურაბა, ჯემი, მარმელადი;
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ჭვავისა და ნებისმიერი ახალი პური;
ცხიმიანი ბულიონები, შჩი, ბორშჩი;
ცხიმიანი ხორცი, თევზი, ძეხვი, დამარილებული თევზი, კონსერვები;
რძე და ნაღები, ცხიმიანი არაჟანი, ყველი;
კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი, ნიორი, კიტრი, პარკოსნები;
უჯრედისით მდიდარი ნაყოფები;
შოკოლადი, ნამცხვარი, კაკაო.
…
Viewed 1056 times by 592 viewers


