გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
ალექსანდრე საჯაია
განა იმისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგვანან,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავთა ვთვალო…
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდა და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.
ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან…
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 713 times by 408 viewers


