სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე

კოტე მაყაშვილი

დავდომილი, სნეული
უნუგეშოდ ვტირი მე,
კვნესის, ოხრავს ეს გული…
რა ვქნა, შენი ჭირიმე?!
მანამ მქონდა ძალ-ღონე,
სევდას ვკლავდი მე მალე,
ახლა მას დავემონე…
რა ვქნა, შენ გენაცვალე?!
მწარე ნაღვლით აღსავსე
გული ცრემლით გავბანე,
მაგრამ აივსო ისევ…
რა ვქნა, შენ გეთაყვანე?!
სული კვნესის დამწვარი,
ვწყევლი მუდამ ბედსა მე.
რა ვქნა, რა ვქნა, მითხარი,
შენი ჭირი, კვნესა მე?!

….

ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.

დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები

Viewed 726 times by 485 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka