გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
გრიგოლაბაშიძე
… და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,
შეჩერდა შენი თმით დახლართული,
შენ ერთადერთი ხარ დედოფალი
ჩემი ოცნების ჯიგთახათუნი.
მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,
წვრილი წარბები, წყვილად გართხმული,
რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება
და რაღაც კიდევ უფრო ქართული.
სად წავალ, შენსკენ მომაფრენს ქარი,
ფრთად მექცა შენი ყმობის უღელი.
ყველგან თანა გდევ ფიქრივით ჩქარი,
ჩრდილივით ჩუმი და განუყრელი.
დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,
შეჩერდეს შენი თმით დახლართული,
ვეფხვზე უწალოვ, ჯიქზე უწყალოვ,
შენა ხარ ჩემი ჯიგახათუნი.
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 736 times by 519 viewers


