გადასვლა საიტის – ,,ლექსები სიყვარულზე“ – მთავარ გვერდზე
გალაკტიონ ტაბიძე
თითქოს დაეშვა შავი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები.
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.
თითქო რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარი ელი,
არაფერია, არაფერია-
მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება?
თითქო ბერდები? არაფერია!
ათასი წელიც არ დაბერდები.
Loading ...
….
ელფოსტაზე caumednet@gmail.com შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი საყვარელი ლექსები სიყვარულზე.
დაგვეხმარეთ, ამ ლექსისათვის შევარჩიოთ საუკეთესო ნახატები
Viewed 866 times by 606 viewers


